ლიეტუვის შრომის პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლიტვის შრომის პარტია)
Darbo partija
შრომის პარტია
Darbo partija შრომის პარტია
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ანდრიუს მაზურონისი
ისტორია
დამფუძნებელი ვიქტორ უსპასკიხი
დაფუძნდა 18 ოქტომბერი, 2003
პოზიციები
იდეოლოგია პოპულიზმი
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი, მემარცხენე-ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
სეიმი
9 / 141
ევროპის პარლამენტი
1 / 11
ფერები          
შტაბ-ბინა Ankštoji g. 3, ვილნიუსი
http://www.darbopartija.lt

შრომის პარტია (ლიეტ. Darbo partija, DP) — მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია ლიეტუვაში. დააარსა რუსმა მილიონერმა ვიქტორ უსპასკიხმა 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. პარტიის რიგებში ძირითადად გაწევრიანებულები არიან ნაკლებადცნობილი ლიეტუველი პოლიტიკოსები, რომელთა შორის 10 ოფიციალური მილიონერია.

პარტიამ 2004 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მოიპოვა განსაცვიფრებელი წარმატება: ლიეტუვისთვის კუთვნილი 13 ადგილიდან 5 მანდატი შრომის პარტიას ერგო.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 141-კაციანი ლიეტუვის სეიმის 39 მანდატი და ჩამოაყალიბა ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ფრაქცია. პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორას მუნტიანასი პარლამენტის აჩევნების შემდეგ გახდა ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე. შრომის პარტია სამთავრობო კოალიციაშია სოციალ-დემოკრატებთან და სოციალ-ლიბერალებთან.

10 ნოემბერს დასრულდა მოლაპარაკებები ოთხპარტიიან კალიციას შორის პორტფელების განაწილების შესახებ მომავალ მთავრობაში. სოციალ-დემოკრატებისა და ახალი კავშირის კოალიციამ მიიღო პრემიერ-მინისტრისა და კიდევ 13-დან 7 მინისტრის პორტფელი, ასევე მათ დაიკავეს სეიმის თავმჯდომარის თანამდებობაც, ხოლო შრომის პარტიამ და გლეხთა კავშირი და პარტია ახალი დემოკრატებმა მიიღეს 6 პორტფელი. შრომის პარტიის წევრებს ერგოთ მეურნეობის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ჯანმრთელობის დაცვისა და კულტურის მინისტრთა პორტფელები, ხოლო გლეხთა კავშირსა და პარტია ახალ დემოკრატებს სოფლის მეურნეობისა.

2005 წლის ივნისში ლიეტუვის მეურნეობის მინისტრმა ვიქტორ უსპასკიხმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და იგი გადაყენებულ იქნა პრემიერ-მინისტრის მიერ, მას მერე, რაც სამსახურებრივი ეთიკის კომისიამ განაცხადა, რომ მინისტრმა სახელმწიფო სამსახურში დაარღვია კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების შეთანხმების შესახებ კანონი.

2006 წლის პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით (94 მომხრე, 11 წინააღმდეგი) თანამდებობას ჩამოაშორეს თავმჯდომარე არტურას პაულაუსკასი სეიმის კანცელარიაში თანამდებობის ბოროტად გამოყენების სკანდალური ფაქტების გამომჟღავნების გამო. პარლამენტის თავმჯდომარედ კი აირჩიეს მისივე მოადგილე შრომის პარტიის წევრი ვიქტორას მუნტიანასი, რომელიც სულ მალე თავის ჯგუფთან ერთად გავიდა პარტიის რიგებიდან და ჩამოაყალიბა სახალხო დემოკრატიული პარტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]