ლიტერატურული ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ლიტერატურული ფონდი — ხელმოკლე ლიტერატორებისა და მეცნიერების დამხმარე საზოგადოება. შეიქმნა 1859 წელს პეტერბურგში ა. დრუჟინინის თაოსნობით. მის ორგანიზატორთა შორის იყვნენ ნიკოლოზ ნეკრასოვი, ალექსანდრე ოსტროვსკი, ივანე ტურგენევი, ლევ ტოლსტოი, ნიკოლოზ ჩერნიშევსკი და სხვები. გაუქმდა 1918 წელს. ლიტერატურული ფონდი, რომელსაც ევალება მწერალთათვის ყოველნაირი მატერიალურ-საყოფაცხოვრებო დახმარების აღმოჩნა, 1927 წელს ხელახლა ჩამოაყალიბა საბჭოთა მწერლების გაერთიანებათა ფედერაციამ, ხოლო 1934სსრკ მწერალთა კავშირმა. ლიტერატურული ფონდის გამგეობას ნიშნავს სსრკ მწერალთა კავშირი. საქართველოს მწერალთა კავშირთან ლიტერატურული ფონდი 1935 წელს შეიქმნა, მას ხელმძღვანელობდნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, ალიო მირცხულავა, ბესარიონ ჟღენტი, იაკინთე ლისაშვილი, ალექსანდრე გომიაშვილი და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქაძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 259, თბ., 1983