შინაარსზე გადასვლა

ლიტერატურული კრიტიკოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიტერატურული კრიტიკოსი— ლიტერატორი და მეცნიერი, რომელიც ლიტერატურული კრიტიკით არის დაკავებული, ანუ ძირითადად თანამედროვე ნაწარმოებების, ახალი მოვლენებისა და ტენდენციების ინტერპრეტაციითა და შეფასებით, მხატვრულ ლიტერატურაში, თანამედროვეობის თვალსაზრისით, — განსხვავებით ლიტერატურათმცოდნეებისგან, რომლებიც ლიტერატურის ისტორიითა და თეორიით არიან დაკავებულნი.

ნიკოლაი დობროლიუბოვის შენიშვნის თანახმად: „ზოგჯერ მხატვარი შეიძლება საერთოდ ვერ ჩასწვდეს იმის აზრს, რასაც თვითონვე ასახავს, მაგრამ კრიტიკა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ განმარტოს მხატვრის შემოქმედებაში დაფარული აზრი, და პოეტის მიერ წარმოდგენილი ასახვების განხილვისას, მას სულაც არ აქვს უფლება, მიეჯაჭვოს მის თეორიულ შეხედულებებს“.[1] მე-19 საუკუნეში რუსული ლიტერატურის „განსაკუთრებული, გამონაკლისი მდგომარეობიდან ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ გამომდინარეობდა „ლიტერატურული კრიტიკის თავისებური მდგომარეობა, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ ფუნქციებსაც ასრულებდა“.[2]

  1. Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2014-02-14
  2. Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2013-06-09