ლიტერატურა და სხვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ლიტერატურა და სხვა“ — ქართველი „ფუტურისტ-ლეფელების“ ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. გამოვიდა 1924 წელს თბილისში, გამოიცა ერთი ნომერი. რედაქტორი — ნიკოლოზ ჩაჩავა. ჟურნალში თანამშრომლობდნენ ბ. აბულაძე, შ. ალხაზიშვილი, ა. ბელიაშვილი, ბ. გორდეზიანი, პ. ნოზაძე, დ. შენგელაია, ნ. შენგელაია, ნ. ჩაჩავა, ს. ჩიქოვანი, ბ. ჟღენტი, მხატვარი — კირილ ზდანევიჩი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]