ლისიმაქეს სტატერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლისიმაქეს სტატერი

ლისიმაქეს სტატერითრაკიის მეფის ლისიმაქეს (ძვ. წ. 306-281) სახელით მოჭრილი ოქროს მონეტა. შებლზე გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელი პროფილში, ზურგზე — ტაზტზე მჯდომი ათენა პალადა, რომელსაც მარჯვნივ გაშლილ ხელში გამარჯვების ქალღმერთი ნიკე უჭირავს, ხოლო მარცხენათი შუბსა და ფარს ეყრდნობა. გამოსახულების წინ და უკან ბერძნული ზედქერილია:„ლისიმაქე მეფისა“. მონეტის ზურგზე დამატებითი სიმბოლოები და მონოგრამებია. იმის მიხედვით, თუ რომელ ზარაფხანაშია მოჭრილი. ლისიმაქეს სტატერი საერთაშორისო ფულადი ერთეულის როლს ასრულებდა. ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოშიც — აღმოჩენილია სოფ. ზემო მარღში, ენგურის ხეობაში ნენსკის ველზე (სვანეთი), სოფ. ეკში (სენაკის მუნიციპალიტეტი), ვანში, გულრიფშში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დუნდუა გ., საქართველოში გავრცელებული ალექსანდრე მაკედონელისა და ლიმიმაქეს სახელით მოჭრილი მონეტები. «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1973, № 1;
  • დუნდუა გ., ქსე, ტ. 6, გვ. 252, თბ., 1983