ლისა მანობანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლალისა
ტაი. ลลิษา มโนบาล

ლალისა 2018 წლის აგვისტოში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი პრანპრია მანობანი
აგრეთვე ცნობილი როგორც ლილი
დაბ. თარიღი

27 მარტი, 1997 (1997-03-27) (27 წლის)

ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი
დაბ. ადგილი ბურირამი, ტაილანდი
ჟანრ(ებ)ი K-pop, საცეკვაო პოპი, ჰიპ-ჰოპ მუსიკა
საქმიანობა რეპერი, მომღერალი, მოცეკვავე და მოდელი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2016–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი YG Entertainment, Interscope Records [1]
ხელმოწერა
საიტი lalisaofficial.com
ლისა მანობანი ვიკისაწყობში

ლალისა მანობანი[2][3] (ტაი. ลลิษา มโนบาล, დაბადების სახელი: პრანპრია მანობანი (ტაი. ปราณปรียา มโนบาล) დ. 27 მარტი, 1997), ცნობილი როგორც ლისატაილანდელი რეპერი, მომღერალი, მოცეკვავე და მოდელი ლ, რომელიც მოღვაწეობს სამხრეთ კორეაში სეულში. ის არის სამხრეთ კორეული გოგონათა ჯგუფის Blackpink-ის წევრი, რომელიც YG Entertainment-ის შემადგენელი ნაწილია.[4]

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლისა ბურირამის პროვინციაში, ტაილანდში[5] დაიბადა 1997 წლის 27 მარტს, როგორც პრანპრია მანობანი.[3] მან მოგვიანებით კანონიერად შეიცვალა სახელი და გახდა ლალისა, რაც შექებას ნიშნავს. სახელის ცვლილების შესახებ მომღერალს წინასწარმეტყველმა ურჩია და უთხრა, რომ ის ბედნიერებას მოუტანდა.[6] ის დედისერთაა და გაზარდა ტაილანდელმა დედამ და შვეიცარიელმა მამინაცვალმა..[7] ლისას დედას ჰქვია ჩიტიპ ბრიშვაილერი. მისი მამინაცვალი მარკო ბრიუშვაილერია, ცნობილი შეფ-მზარეული, რომელიც ამჟამად ტაილანდში მოღვაწეობს. ლისამ საშუალო განათლება პრაფამონტრეს I და II სკოლაში მიიღო.[8]

მან ცეკვაზე სიარული ოთხი წლის ასაკში დაიწყო და ბავშვობიდანვე იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებში.[9] მოგვიანებით ის შეუერთდა თერთმეტკაციან საცეკვაო ჯგუფს Got7-ს წევრ ბემ-ბემთან ერთად სახელწოდებით „We Zaa Cool“. 2009 წლის სექტემბერში ჯგუფი მონაწილეობდა კონკურსზე სახელწოდებით LG Entertainment Million Dream Sanan World, სადაც ლისას გუნდმა „სპეციალური გუნდის“ პრემია მოიპოვა.[10] ლისა ასევე მონაწილეობდა სიმღერების კონკურში, სადაც თავის სკოლას წარადგენდა. 2009 წელს ჩატარებული მსგავსი ტიპის კონკურსზე ლალისამ მეორე ადგილი დაიკავა.[8]

2016-დან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს ლისამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში, რომელსაც YG Entertainment ტაილანდში ატარებდა. კონკურზე აპლიკაცია 4 000-მა ადამიანმა შეიტანა და მხოლოდ 13 წლის ლისამ გაიმარჯვა. მან კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო იანგ ჰიუნ-სუკმა ლისას შესთავაზა გამხდარიყო YG Entertainment–ის ერთ-ერთი ტრენერი, რაზეც იგი დათანხმდა.[11][12] 2011 წელს ლისა საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ კორეაში, სადაც დაიწყო ვარჯიში თავისი K-pop კარიერისთვის. მისი ვარჯიშები ხუთი წელი გაგრძელდა. იგი ოფიციალურად შეუერთდა ლეიბლს, როგორც მათი პირველი არაეთნიკურად კორეელი სტაჟიორი 2011 წლის 11 აპრილს.[13]

2013 წლის ნოემბერში ლისა ტაეიანგის მუსიკალურ კლიპში გამოჩნდა სიმღერაზე „Ringa Linga“. ის ერთ-ერთი მოცეკვავე იყო.[14]

2015 წელს ლისამ სამოდელო საქმიანობა დაიწყო ბრენდ Nona9on-სთვის. 2016 წლიდან არის სამხრეთ კორეული კოსმეტიკური ბრენდის Moonshot-ის მოდელი.[15]

2016 წლის აგვისტოში ლისას დებიუტი შედგა სამხრეთ კორეული K-pop ჯგუფის, Blackpink-ის რიგებში. ჯგუფში სულ ოთხი წევრია, ლისა კი პირველი არაეთნიკურად კორეელია, რომელიც YG Entertainment-ის რიგებში მოხვდა.[16][6] Black Pink-ის პირველი მთავარი სინგლები იყო „Whistle“ და „Boombayah“. „Whistle-მ“ გამოსვლისთანავე სამხრეთ კორეის ჩარტებში ლიდერი პოზიციები დაიკავა.[17] 2020 წლის ოქტომბრისთვის ჯგუფმა გამოუშვა ერთი კორეული ალბომი The Album, ერთი იაპონური სტუდიური ალბომი, Blackpink in Your Area, Blackpink, Square Up და Kill This Love, ასევე ორი სინგლი ალბომი, Square One და Square Two.

ლისა Black Pink– ის ფანებთან შეხვედრის ღონისძიებაზზე 2018 წესლ

მისმა გარეგნობამ მას არაოფიციალური ჯილდო მოუტანა, სახელწოდებით „წლის პერსონაჟი“ 2018 წლის MBC Entertainment Awards–ზე.[18] 2018 წლის 5 ნოემბერს მან გახსნა YouTube არხი Lilifilm Official, სადაც ყურადღებას ამახვილებს მოგზაურობასა და ცხოვრების წესზე.[19] 2019 წლის ივლისისთვის მას 1.3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, რის გამოც მან Gold Play Button მიიღო. [20] 2020 წლის მარტში, ლისა მენტორის როლს ასრულებდა iQIYI–ის ჩინელ გოგონათა ჯგუფების კონკურსში „Youth With You Season 2-ში“ (ახალგაზრდები შენთან ერთად: მე-2 სეზონი).[21] 2021 წლის თებერვალში ის ასევე გახდა მენტორი ჩინელი ბიჭების ჯგუფების კონკურსში სახელწოდებით „Youth With You Season 3“ (ახალგაზრდები შენთან ერთად: მე-3 სეზონი).[22]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლისა არის მულტილინგვისტი და თავისუფლად საუბრობს ტაიურად, ინგლისურად, კორეულად. ასევე ფლობს იაპონურისა და ჩინურის საწყისებს.

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის აპრილში ლისა გახდა ყველაზე პოპულარული K-pop ჯგუფების წევრი ინსტაგრამზე, სადაც იმ დროისთვის 17.4 მილიონი მიმდევარი ჰყავდა.[23] 2020 წლის ივლისისთვის პლატფორმაზე ლისას 35.4 მილიონი მიმდევარი ჰყავს.[24]

პარიზის მოდის კვირეულის დროს, პარიზში, საფრანგეთში, მამაკაცთა გაზაფხულის ზაფხულის კოლექციაზე, ლისას დასწრების შემდეგ, ჟურნალმა Lyst–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ივნისს, Celine-ის ჩანთაზე გლობალური ძიება 66%–ით გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანობანმა ჩანთის სურათი გამოაქვეყნა მის სოციალურ ქსელში, რითაც საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიიპყრო.[25]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Herman, Tamar (October 22, 2018). „BLACKPINK Sign With Interscope Records & UMG in Global Partnership With YG Entertainment: Exclusive“. Billboard. ციტირების თარიღი: November 23, 2018.
  2. Moon, Kat. (April 4, 2019) Everything to Know About K-Pop Group BLACKPINK. ტაიმი. ციტირების თარიღი: May 22, 2019
  3. 3.0 3.1 Li, Caspar (March 27, 2019). „4 reasons why we love Lisa, BLACKPINK's youngest member“. South China Morning Post. ციტირების თარიღი: May 21, 2019.
  4. BLACKPINK. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2017. ციტირების თარიღი: May 18, 2019
  5. Thaitrakulpanich, Asaree (May 2, 2019). „Black Pink to Light Bangkok on Fire This Summer“. Khaosod English. ციტირების თარიღი: May 21, 2019.
  6. 6.0 6.1 „Lisa from Blackpink – Thailand-raised K-pop singer who is the group's main dancer and speaks four languages“. South China Morning Post. ციტირების თარიღი: May 18, 2019.
  7. เปิดชีวิต! 'ลิซ่า BlackPink' ล่าฝันสู่ซุปเปอร์สตาร์ th (January 11, 2019). ციტირების თარიღი: September 29, 2019
  8. 8.0 8.1 Lisa of BLACKPINK donates to help flood victims in Thailand en (September 22, 2019). ციტირების თარიღი: January 31, 2021
  9. 'LISA' YG New Girl Group : ลลิษา มโนบาล กับเรื่องราวที่เล่าโดยพี่สาวถ th (July 4, 2019). ციტირების თარიღი: June 8, 2016
  10. Gadong, Katreena. (August 14, 2016) BLACKPINK Lisa Manoban and Got7 Bambam childhood friends?. ციტირების თარიღი: November 2, 2016
  11. Jason Pham. (January 1, 2020) BLACKPINK’s 4 Members Were Discovered in Completely Different Ways. ციტირების თარიღი: January 30, 2021
  12. „Danny Im (1TYM) - Ep. 39“. Fun With Dumb. May 22, 2019.
  13. มากกว่าสวยคือความทุ่มเท "ลิซ่า BLACKPINK" มีวันนี้ได้เพราะความสามารถ th (July 4, 2019). ციტირების თარიღი: June 14, 2018
  14. 8 songs BLACKPINK members appeared in before debut en (August 8, 2018). ციტირების თარიღი: January 30, 2021
  15. [블랙핑크 VS 투애니원③ 블랙핑크는 누구?] (August 12, 2016). ციტირების თარიღი: June 4, 2019
  16. Kim Yu-young. (August 9, 2016) YG Entertainment unveils K-pop group BLACKPINK. ციტირების თარიღი: May 20, 2017
  17. [뮤직톡톡 마성의 '휘파람'…블랙핑크, 전 음원차트 1위 탈환] (August 14, 2016). ციტირების თარიღი: July 4, 2019
  18. [2018 MBC 방송연예대상 연구원이 뽑아본 올해의 캐릭터!] ko (December 27, 2018). ციტირების თარიღი: August 1, 2019
  19. '유튜버'로 깜짝 변신한 블랙핑크 리사가 올린 첫번째 영상 ko (November 6, 2018). ციტირების თარიღი: July 5, 2019
  20. [SBS Star BLACKPINK LISA Receives the 'Gold Play Button' with Only 4 Videos] en (July 2, 2019). ციტირების თარიღი: July 5, 2019
  21. 블랙핑크 리사, 中판 프듀 '청춘유니' 시즌2 새 멘토 출연 확정 [Oh! 차이나] ko (October 15, 2019). ციტირების თარიღი: October 15, 2019
  22. 블랙핑크 리사, 中 오디션 프로그램 ‘청춘유니3’ 멘토 확정 kr (2021-01-08). ციტირების თარიღი: 2021-01-27
  23. Pakkee Tan. (April 15, 2019) BLACKPINK's Lisa is Now Officially the Most Followed K-Pop Idol on Instagram. ციტირების თარიღი: May 18, 2019
  24. Lawagan, Liezel Stephanie. (July 8, 2020) K-Pop Social Roundup: Most Followed K-pop Idols On Instagram, Twitter In 2020. ციტირების თარიღი: November 22, 2020
  25. Are K-Pop Stars the World's Biggest 'Influencers'? en (July 15, 2019). ციტირების თარიღი: July 31, 2019