ლირი ბელიშოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლირი ბელიშოვა
ალბ. Liri Belishova
დაბადების თარიღი 5 მარტი 1923(1923-03-05)
დაბადების ადგილი Belishovë
გარდაცვალების თარიღი 23 აპრილი 2018(2018-04-23) (95 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტირანა
მოქალაქეობა Flag of Albania.svg ალბანეთი
განათლება Marx-Engels-Lenin Institute
ეროვნება ალბანელები (ალბანეთი)

ლირი ბელიშოვა (ალბ. Liri Belishova; დ. 14 ოქტომბერი 1926, ბელიშოვა, მალაკასტრა — გ. 23 აპრილი 2018, ტირანა) — ალბანელი კომუნისტი, ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე, ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი. რეპრესირებული იყო ხრუშჩოვის დათბობის მხარდაჭერის გამო. მისი რეაბილიტაცია მოხდა ალბანეთში კომუნისტური ხელისუფლების დამხობის შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1926 წლის 14 ოქტომბერს მსხვილი მიწათმფლობელის და ნაციონალისტი პოლიტიკოსის ოჯახში. დაასრულა ტირანის პრივილიგირებული დედა-დედოფლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი[1], სადაც სწავლობდა ნეჯმიე ხოჯასა და ფიქირეთე შეჰუსთან ერთად. იგი ასევე დაეუფლა მედდის პროფესიას.

ახალგაზრდობაში ლირი ბელიშოვა გაიტაცა კომუნიზმის იდეებმა. მასზე დიდი იდეოლოგიური გავლენა მოახდინა მაქსიმ გორკის რომანმა „დედა“[2]. 1940 წელს გაწევრიანდა ახალგაზრდულ კომუნისტურ ორგანიზაციაში, ხოლო 1943 წელს ოფიციალურად შევიდა ალბანეთის კომუნისტურ პარტიაში, რომელსაც 1948 წლიდან ეწოდება ალბანეთის შრომის პარტია. იყო ანტიფაშისტი ახალგაზრდების საბჭოს მდივანი, შეუერთდა ალბანეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიას. ივლისში მონაწილეობდა იტალიელი ოკუპანტების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში. ქუჩის დემონსტრაციების დროს დაკარგა თვალი. სამკურნალოდ გაემგზავრა იტალიის ქალაქ ბარიში, იქიდან კი პოლონეთში. ალბანეთში დაბრუნდა 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

პარტიული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წელს ალბანეთის კომუნისტური პარტია ხელისუფლების სათავეში მოექცა. ლირი ბელიშოვა იყო ალბანეთის სახალხო ახალგაზრდების ორგანიზაციის თავმჯდომარე. წარმოადგენდა ალბანეთს საერთაშორისო ახალგაზრდულ კონგრესებში. მან სრულად გაიზიარა პარტიის სტალინური იდეოლოგია. მხარს უჭერდა ალბანეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ენვერ ხოჯას პოლიტიკას. ითვლებოდა განსაკუთრებულ ამბიციურ პოლიტიკოსად.

ამასთანავე ეწინააღმდეგებოდა იოსიპ ბროზ ტიტოს მიერ აღებულ კურსს იუგოსლავიაში. ლირი ბელიშოვა აღშფოთებული იყო, როდესაც ენვერ ხოჯამ ტიტოს ემისარს მილადინ პოპოვიჩს უწოდა თავისი მასწავლებელი. ეს მოასწავებდა რომ მისი მითითებები უნდა შეესრულებინა ალბანეთის კომუნისტურ პარტიას. ლირი და მისი ქმარი ნაკო სპირუ, ალბანეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, მზად იყვნენ წინააღმდეგობა გაეწიათ იუგოსლავიის ექსპანსიისათვის და ცდილობდნენ ალბანეთის მიერ კოსოვოს დაბრუნებას[3].

ენვერ ხოჯასთან და კოჩი ძძესთან დაპირისპირება საფრთხეს უქმნიდა წყვილს. 1947 წლის ნოემბერში ნაკო სპირუმ ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე[4]. ლირი ბელიშოვას ჩამოართვეს ყველა პოლიტიკური თანამდებობა და ტირანიდან ბერატში გააგზავნეს მასწავლებლად.

1948 წელს იუგოსლავიასა და საბჭოთა კავშირს შორის წარმოქმნილ კონფლიქტშ ენვერ ხოჯა[მ სტალინური საბჭოთა კავშირის მხარე დაიკავა. ბელგრადთან მჭიდროდ დაახლოებული კოჩი ძოძე დააპატიმრეს და ჩამოახრჩვეს. ამ ცვლილებებმა განაპირობა ნაკო სპირუს რეაბილიტაცია.

ლირი ბელიშოვა დააბრუნეს ტირანაში და შეიყვანეს ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში. იყო ცეკა-ს ერთ-ერთი მდივანი. 1951 წლის 20 თებერვალს მონაწილეობდა პოლიტბიუროს სხდომაში, რომელზეც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ანტიკომუნისტური ოპოზიცია სასამართლოს გარეშე დაესაჯათ[5].

1952-1954 წლებშ ლირი ბელიშვა იმყოფებოდა მოსკოვში და სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში. 1953 წლის 9 მარტს მონაწილეობა მიიღო სტალინის დაკრძალვის ცერემონიალში.

ალბანეთში დაბრუნებული ბელიშოვა კურირებდა შრომის პარტიის ცეკა-ს იდეოლოგიის საკითხებს. 1958-1961 წლებში ალბანეთის სახლხო კრების პრეზიდიუმის მდივანია.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ მან გადახედვა სტალინურ პოზიციებს, ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი ხრუშჩოვის დათბობას და ალბანეთში მისი გავრცელების მომხრეც კი იყო. ამან გამოიწვია მისი მეორე კონფლიქტი ხელისუფლებასთან. ლირი ბელიშოვას ყველანაირი თანამდებობა ჩამოართვეს[6]. 1961 წელს დააპატიმრა ალბანეთის სპეცსამსახურმა სიგურიმიმ, ჯერ გააგზავნეს გიროკასტრის ციხეში, შემდეგ კი ცერიკში. მას არასოდეს არ უღიარებია თავისი დანაშაული, რაზეც წერდა ენვერ ხოჯასადმი გაგზავნილ წერილში.

1990 წელს ალბანეთში კომუნისტური ხელისუფლება დაემხო, რასაც მოჰყვა ლირი ბელიშვას რეაბილიტაცია და დაბრუნდა ტირანაში. აქტიურად მონაწილეობდა ვეტერანთა მოძრაობებში.

ლირი ბელიშოვა გარდაიცვალა 2018 წლის 23 აპრილს, 91 წლის ასაკში[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]