ლირიკული გმირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლირიკული გმირი — ლირიკული „მე“, ის პირი, ვისი აზრი და განცდაც არის გამოხატული ნაწარმოებში. ტერმინი ეკუთვნის იური ტინიანოვს. ეს პირი უმთავრესად თვით პოეტია, მაგრამ არ შეიძლება ლირიკული გმირის გაიგივება პოეტთან. პოეტი ლექსებში გადმოგვცემს არა მარტო საკუთარ ბიოგრაფიასა და განწყობიებებს, არამედ მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც. ლირიკული გმირის ცნება მოიცავს პოეტის მთელ შემოქმედებას და წარმოდგენას გვაძლევს მის მიერ შექმნილ ლირიკული ხასიათის თავისებურებებზე. ქართულ ლიტერატურაში ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის და სხვათა ლირიკული გმირები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]