ლიპიაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიპიაგი

Липяги

IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
ნეკერჩხალი კორომში
მდებარეობა როსტოვის ოლქი
ქვეყანა რუსეთი
კოორდინატები 49°19′00″ ჩ. გ. 40°58′00″ ა. გ. / 49.31667° ჩ. გ. 40.96667° ა. გ. / 49.31667; 40.96667
ფართობი 837 ჰა
დაარსდა 2012
მმართველი ორგანო როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო

ლიპიაგი (რუს. Липяги) — რეგიონალური მნიშვნელობის კომპლექსური ბუნების ძეგლი. მდებარეობს როსტოვის ოლქის კაშარის რაიონში ხუტორ ოლიხოვის დასავლეთით და სოფელ ლიპიაგიდან ჩრდილოეთით. ადგილმა ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო როსტოვის ოლქის მთავრობის 2012 წლის 8 აგვისტოს № 735 დადგენილებისა და როსტოვის ოლქის მთავრობის 2014 წლის 15 მაისის №349 დადგენილების შესაბამისად.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნების ძეგლი ლიპიაგი არის ხელოვნური ტყე ბუნებრივი მუხნარებით, ველისა და მდელოს მცენარეულობით. მდებარეობს როსტოვის ოლქის კაშარის რაიონში ხუტორ ოლიხოვის დასავლეთით და სოფელ ლიპიაგიდან ჩრდილოეთით. ბუნების ძეგლს უჭირავს კაშარის რაიონის სატყეო ტერიტორიული დანაყოფის 24-32 კვარტალები.

ლიპიაგმა ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო როსტოვის ოლქის მთავრობის 2012 წლის 8 აგვისტოს № 735 დადგენილებისა და როსტოვის ოლქის მთავრობის 2014 წლის 15 მაისის № 349 დადგენილების შესაბამისად.

სტეპში უპირატესად იზრდება ვაციწვერა და ვალიური წივანა. მდელოებზე იზრდება მარცვლოვანთა ოჯახის მცენარე ელიმუსი.

ლიპიაგის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე ასევე იზრდება რუსეთის ფედერაციის წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე პოპულაცია: ლეკა, ვაციწვერა (Stipa pennata), ჭაობის ანაკამპტისი, ბიბერშტეინის ტიტა, ციმბირული ცისთვალა, ბუჩქისძირა და სხვ. ბუნების ძეგლი ხასიათდება ბიომრავალფეროვნების მაღალი დონით.

ბუნების ძეგლ ლიპიაგის აქვს ბუნებისდაცვითი, სასწავლო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "О памятниках природы Ростовской области". Постановление Администрации Ростовской области от 19 октября 2006 года № 418.
  • Миноранский В. А., Демина О. Н. Особо охраняемые природные территории Ростовской области. Ростов-на-Дону, 2002.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]