შინაარსზე გადასვლა

ლიოტო მაჩიდა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიოტო მაჩიდა
საერთო ინფორმაცია
სრული სახელი ლიოტო კარვალიო მაჩიდა
მეტსახელ(ებ)ი დრაკონი
მოქალაქეობა ბრაზილია
ეროვნება ბრაზილიელი
დაიბადა 30 მაისი, 1979 (1979-05-30) (47 წლის)
სალვადორი, ბრაზილია
საცხოვრებელი პალოს ვერდე, კალიფორნია, აშშ
წონის კატეგორია

მძიმე წონა (2003–2006) ქვემძიმე წონა (2006–2013, 2019–2021)

საშუალო წონა (2013–2019, 2022–მოქმედი)
სიმაღლე 185 სმ
ხელების მოქნევა 190 სმ
სტილი საუსფაუ
გუნდი

Black House Gracie Jiu-Jitsu Academy

Kings MMA
მწვრთნელი

იოშიზო მაჩიდა ანტონიო ინოკი

ვალიდ ისმაილი
ოსტატობის დონე

შოტოკან კარატეს მე-3 დანის შავი ქამარი, იოშიზო მაჩიდას ხელმძღვანელობით.

ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს შავი ქამარი ვალტერ ბროცას ხელმძღვანელობით.
სტატისტიკა შერეულ
ორთაბრძოლებში
ბრძოლა 38
მოგება 26
წაგება 12
სხვა ინფორმაცია
მეუღლე ფაბიოლა მაჩიდა
შვილები 2 ვაჟი
ცნობილი ნათესავები იოშიზო მაჩიდა (მამა)

ლიოტო კარვალიო მაჩიდა (დ. 30 მაისი 1978)[1] იაპონური წარმოშობის ბრაზილიელი პროფესიონალი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი.[2] ასპარეზობდა “აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში” (UFC), სადაც იყო ქვემძიმე წონის ჩემპიონი და საშუალო წონის საჩემპიონო პრეტენდენტი. კარიერის ბოლოს ის ასპარეზობდა „ბელატორ“-ის შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციაში ქვემძიმე და საშუალო წონით კატეგორიებში.

ლიოტო დაიბადა სალვადორში, ბაიას შტატში, შოტოკან კარატეს ოსტატის, იოშიზო მაჩიდას ოჯახში,[3] რომელიც იყო იაპონიის კარატეს ასოციაციის ბრაზილიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. იოშიზო 22 წლის ასაკში იაპონიის იბარაკის პრეფექტურიდან ბრაზილიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაიცნო და იქორწინა ლიოტოს ბრაზილიელ დედაზე, ანა კლაუდიაზე. იაპონურად ლიოტოს სახელი იკითხება როგორც „რიუტა“ (ან „ლიუტა“ - იაპონური ენა არ ასხვავებს ასოებს „ლ“ და „რ“). თუმცა, დედამისი წინააღმდეგი იყო, რადგან პორტუგალიურად „ა“-ზე დაბოლოებული სახელები ძირითადად მდედრობითი სქესისაა. ამის გამო, მათ გადაწყვიტეს მისთვის ლიოტო დაერქმიათ, მამრობითი სქესის დაბოლოებით „ო“.[4] ბელენში გაზრდილმა ლიოტომ კარატეში ვარჯიში 3 წლის ასაკში დაიწყო და შავი ქამარი 13 წლის ასაკში მოიპოვა.[5] მან ასევე დაიწყო სუმოს ვარჯიში 8 წლის ასაკში, შემდეგ კი ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუსა და ძიუდოში 16 წლის ასაკში. მან მოიგო არაერთი სამოყვარულო კარატეს ტურნირი, მათ შორის 2001 წლის პანამერიკის კარატეს ტურნირი.[6] მოგვიანებით ის ტაილანდში გაემგზავრა ტაილანდური კრივის (Muay Thai) შესასწავლად. ამის შემდეგ იაპონიაში მბოჭავი ჭიდაობის (Catch wrestling) შესასწავლად გაემგზავრა და რესლინგის ორგანიზაცია "დოჯო"-ში გაწევრიანდა. მისი საბრძლო კარიერის პიკი კი ყველასათვის ცნობილი ამერიკული აბსულუტური საბრძოლო ორგანიზაცია (UFC) იყო.

2000 წლის ბრაზილიის სუმოს ჩემპიონატზე ის მეორე ადგილზე გავიდა 115 კგ წონით კატეგორიაში. ზრდასრულთა შორის ორჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი და მეორე ადგილი დაიკავა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში. სუმოსა და კარატეში მიღწევების გარდა, მას აქვს ფიზიკური აღზრდის კოლეჯის აკადემიური ხარისხი.[7][8]