ლიონებერგელი ემილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიონებერგელი ემილი (შვედ. Emil i Lönneberga — ლიტერატურული პერსონაჟი, შვედი მწერალ ასტრიდ ლინდგრენის 1963-1986 წლებში გამოცემული ექვსი ნაწარმოების მთავარი გმირი. აგრეთვე ამავე სახელწოდების წიგნების სერია.

მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოების მოქმედება მიმდინარეობს შვედეთში XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე. სვენსონების ოჯახი ცხოვრობს ხუტორ კატხულტზე, სმოლანდის პროვინციაში, დასახლება ლიონებერგასთან.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ემილ სვენსონი — პატარა ცელქი ბიჭუნა, მხიარული, ცნობისმოყვარე და საზრიანი. მუდმივად სხვადასხვა ფათერაკში ეხვევა. იცის, როგორ მოიპოვოს ფული მშობლების დახმარების გარეშე.
  • იდა — ემილის უმცროსი და, რომელიც ხშირად ძმასთან დაკავშირებულ გაუგებრობებში აღმოჩნდება.
  • ანტონი — ემილის მამა. მნათე ადგილობრივ ეკლესიაში. მოწიწებით ეპყრობა ფულს. ძალაუნებურად, ყოველთვის ხდება ემილთან დაკავშირებული კომიკური სიტუაციების მონაწილე. როდესაც შვილს უბრაზდება, ბიჭუნა ყოველთვის გარბის ოჯახის კუთვნილი ფარდულისკენ, სადაც ზის და ხის კაცუნებს თლის (ცნობილია, რომ მათმა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა).
  • ალმა — ემილის დედა. დიასახლისი, რომელმაც მრავალი რეცეპტი იცის. შვილის ცუდი საქციელების აღრიცხვას სპეციალურ რვეულებში აკეთებს (მათთვის მაგიდის უჯრებში ადგილი აღარ დარჩა).
  • ალფრედი — ოჯახის დამხმარე, მუშა. ემილის ყველაზე დიდი მეგობარი. მისი დახმარებით ბიჭუნა გაერკვია ცხენებში და ისწავლა ცურვა. მას არ ჰყავს ოჯახი, ამიტომ ოინბაზ ემილს ეპყრობა, როგორც შვილს, ან უმცროს ძმას.
  • ლინა — მსახური, რომელიც ალფრედზეა შეყვარებული. ემილი მას არ მოსწონს და დროდადრო აღნიშნავს, თუ როგორი დაუდეგარია ბიჭუნა.
  • კრიუსე-მაია — მოხუცი ქალი, რომელიც იქვე, ტყეში ცხოვრობს. სვენსონებს დროდადრო ეხმარება და ბავშვებს უვლის. ყველას უამბობს საზარელ ისტორიებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]