ლინკუსის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინკუსის ბრძოლა
პელოპონესის ომის ნაწილი

ლინკუსის ბრძოლა
თარიღი ძვ. წ. 423 წელი
მდებარეობა ლინკესტი
შედეგი ილირიელების გამარჯვება
მხარეები
ილირიელები
ლინკესტიელები
სპარტანელები
მაკედონიელები
მეთაურები
არაბეუსი ბრასიდასი
პერდიკას II
ძალები
4 000 ილირიელი 3 000 ჰოპლიტი

ლინკუსის ბრძოლა (ძვ. წ. 423) — ლინკესტიელების და ილირიელების გაერთიანებული ჯარების დაპირისპირება სპარტელებისა და მაკედონელთა წინააღმდეგ. ეს იყო ერთ-ერთი დიდი ბრძოლა პელოპონესის ომის დროს. ძვ. წ. 424 წელს სანამ ათენი დელიუმთან დამარცხდებოდა, სპარტამ გაგაზანა არმია ბრასიდასის მეთაურობით, რათა დამხმარებოდა პერდიკა II მაკედონიელს და ათენის სხვა მტრებს. თავდაპირველად სპარტა არაბეოსთან მაკედონიის ომში მონაწილეობას ერიდებოდა, მაგრამ ძვ. წ. 423 წელს ისინი შეუერთდნენ ექსპედიციას, რომელიც დასრულდა მაკედონელთა უკანდახევით და სპარტანელთა ბრწყინვალე გაქცევით.[1]

მას შემდეგ, რაც ილირიელთა და ლინკესტიელთა თავდაპირველი ერთობლივი თავდასხმა მოიგერიეს, ისინი დაედევნენ მაკედონელებს და გადაკეტეს ბრასიდასის გზა უღელტეხილზე, აიძულეს მისი ჯარი აეწია მიმდებარე ბორცვზე და მაკედონიაში შესულიყვნენ. ამან ბრასიდასს და პერდიკას შორის დაპირისპირება გამოიწვია.

პრელუდია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბეუსი, ლინკესტისის აჯანყებული მეფე (ასევე ლინკუსი), ექვემდებარებოდა პერდიკას, ამის გამო არაბეუსს სურდა პერდიკასაგან თავი შორს დაეჭირა და არგეადის დაქვემდებარებაში გადასულიყო. ალექსანდრე I-მდე მაკედონელი მეფეების შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი, არც მათი ბრძოლები ილირიელების შემოსევის დროს.[2] ილირიელთა ეს ლაშქრობები გავრცელდა დასავლეთ მაკედონიაშიც და საფრთხე შეუქმნა არგეადის ტერიტორიას ცენტრალურ ვაკეზე. ერთი საუკუნის შემდეგ, ილირიელბს კვლავ სურდათ რომ შეერთებდნენ არაბეუსს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 423 წელს სირასმა ცოლად შეირთო არაბეუსის ქალიშვილი.[3] ზოგი ამტკიცებს, რომ ილირიელები სირასის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდნენ, როდესაც ბრძოლა მოხდა, მაგრამ ამას არ ადასტურებენ ისტორიოგრაფიაში(თუკიდიდე, არასოდეს ახსენებს სირასს).[4] თუ ილირიელები მართლაც იყვნენ სირასის მმართველობის ქვეშ ბრძოლის დროს, მაშინ ისინი იყვნენ ტაულანტები ან ენჩელიები, იმის მიხედვით, თუ რამდენად ემთხვევა სირასის რომელიმე ტომს და სამეფოს ზუსტ ადგილსამყოფელს.

პერდიკა II სპარტელების მოკავშირე იყო და ძვ. წ. 424 წელს დაეხმარა სპარტანელ გენერალს, ბრასიდასს, დაეპყრო ამფიპოლისი ათენელთაგან, მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლონია, ძირითადად მისი ფლოტისთვის ხე-ტყით მომარაგებისთვის იყო საჭირო ეს კოლონია. ამით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ათენელებს, რადგან მათი ხე-ტყით მომარაგება დამოკიდებული გახდა მაკედონიელებზე. ეს არ აწყობდათ ათენელებს რადგან, მაკედონიაში ვაჭრობა ძალიან განვითარდებოოდა. ამის სანაცვლოდ, სპარტელები დაეხმარნენ პერდიკას საზღვრების დაცვაში მეფე არაბეუსზე თავდასხმით, ილირიელების მხარდაჭერის დაპირებით.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრასიდასმა და პერდიკასმა დაიწყეს მეორე ერთობლივი ექსპედიცია ლინკესტიში. პერდიკა ხელმძღვანელობდა მაკედონელთა ძალებს, ასევე დიდი გავლენა გააჩნდა ჰოპლიტების დიდ ნაწილზე. ბრასიდასს ჰყავდა ქალკიდიელები, აკანტიელები და ისეთი ხალხი, რომელბიც სხვისი მოკავშირეები იყვნენ, გარდა დანარჩენი პელოპონესელებისა ამ მხარეში. ჯარში საბოლოოდ იყო დაახლოებით 3000 სამხრეთ ბერძენი ჰოპლიტი, რომელსაც თან ახლდა მთელი (ჩრდილოელი ბერძნული) მაკედონელი კავალერია ქალკიდელებთან ერთად, თითქმის 1000 კაციანი, გარდა ბარბაროსების უზარმაზარი რაოდენობისა.

ლინკესტიში შესვლისას ბრასიდასმა და პერდიკასმა ლინკესტიელები დაბანაკებულები და საომრად გამზადებულები იპოვეს. ქვეითი ჯარი ორივე მხრიდან იყო გარშემორტყმული იყო ბროცვებით, მათ შორის კი ქვეითები იყვნენ განლაგებულები, სწორედ ამ ადგილს შეუტია მთელმა კავალერიამ. ამის შემდეგ ლინკესტიელი ჰოპლიტები თავიანთი ბორცვიდან შეტევაზე გადავიდნენ და თავიანთ კავალერიას დაეხმარნენ; რის საპასუხოდ ბრასიდასიც და პერდიკასაც ჩამოვიდნენ მათ შესახვედრად და ჩაერთნენ ბრძოლაში, მძიმე დანაკაგები განიცადეს თუმცა მაინც გაიმარჯვეს; გადარჩენილები თავს აფარებენ სიმაღლეებს და იქ რჩებოდნენ. შემდეგ ბრასიდასი და პერდიკასი ორი-სამი დღე ელოდნენ ილირიელ დაქირავებულ ჯარისკაცებს, რომლებიც პერდიკას უნდა შეერთებოდნენ. ამის შემდეგ პერდიკას სურდა გაეგრძელებინა შეტევა არაბეოსის სოფლებზე, მაგრამ ბრასიდასმა უარი თქვა. მას სურდა დაბრუნება, რადგან ილირიელები არ გამოჩენილან და ეშინოდა, რომ მისი არყოფნის დროს ათენელები გაცურავდნენ და თავს დაესხმებოდნენ მენდეს.[5]

ილირიელების ალიანსი არაბეუსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამასობაში მოვიდა ცნობა, რომ ილირიელებმა რეალურად უღალატე პერდიკას და მის ნაცვლად მოკავშირეობა შესთავაზეს არაბეუს. მათმა მეომრულმა ხასიათმა აფიქრებინა ორივე მხარეს კარგი იქნებოდა თუ არა დანებება. თუმცა, ბრასიდასსა და პერდიკას შორის უთანხმოების გამო, უკან დახევაზე უარი თქვეს. მაკედონელები და მათი მოკავშირეები, თვლიდნენ, რომ ილირიელთა არმია ბევრჯერ აღემატებოდა ჩამოსულს, ამიტომაც შეშინდათ. ამან აიძულა პერდიკას გაქცეულიყო სამშობლოს მიმართულებით. გამთენიისას ბრასიდასმა დაინახა, რომ მაკედონელები წავიდნენ და რომ ილირიელები და არაბეები მასზე თავდასხმას აპირებდნენ, თავისი ჰოპლიტები მოაწყო მოედანზე, ცენტრში მსუბუქი ჯარით და მოემზადა უკან დასახევად. თავისი უმცროსი ჯარისკაცები გაგზავნა, რათა გაეშურებინათ იქ, სადაც ოდესმე ილირიელები და ლინკესტიელები თავს დაესხნენ მათ, ბრასიდასმა და 300 რჩეული კაცი უკან წავიდნენ, რათა უკან დახევის დროს შეხვედროდნენ.

ამასობაში, სანამ ილირიელები მიუახლოვდებოდნენ, ბრასიდასი ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ჯარისკაცების გამბედაობა, აშკარად შეძრწუნებული ახალი მტრის საშინელი გარეგნობით:

ახლანდელმა მტერმა შეიძლება შეაშინოს გამოუცდელი ჯარისკაცი; ისინი ბევრნი არიან რაოდენობით; მათი ხმამაღალი ყვირილი აუტანელია; და მათი იარაღის ჰაერში ცემას საფრთხის შემცველი სახე აქვს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება რეალურ ბრძოლას მოწინააღმდეგესთან, რომელიც თავის ადგილზე დგას, ისინი არ არიან ისეთი, როგორიც ჩანდნენ; მათ არ აქვთ რეგულარული ბრძანება იმის შესახებ, რომ მათ უნდა რცხვენოდეს თავიანთი პოზიციების მიტოვების გამო დაძაბულობის დროს, ფრენა და თავდასხმა მათვის თანაბრად საპატიოა და არ ცდილობენ თავიანთი გაბედაობა გამოსცადონ, ისინი არ ტოვებენ პოზიციებს რათა გაიცქნენ.


ამ მოკლე მიმართვის შემდეგ ბრასიდასმა დაიწყო თავისი ჯარის გაყვანა. ეს რომ დაინახეს ილირიელებმა და ლინკესტებმა დიდი ყვირილითა და ხმაურით წამოვიდნენ, ეგონათ, რომ გაქცეულ მტერს დაეწეოდნენ. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ისინი უტევდნენ, ხედავდნენ, რომ ახალგაზრდები მზად იყვნენ მათ წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, ხოლო ბრასიდასი თავისი შერჩეული ჯგუფით მხარს უჭერდა მათ. ამგვარად, პელოპონესელებმა გაუძლეს პირველ შეტევას, მათი მტრის გასაკვირად, და შემდეგ მიიღეს და მოიგერიეს ისინი ისე სწრაფად, როგორც გაადგილდებოდნენ. ილირიელებისა და ლინკესტიელების ძირითადმა ნაწილმა შეწყვიტა ბრასიდასისა და მისი ჯარების დევნა, როგორც კი ქვეყანაში შევიდნენ, ჯარის ნაწილი უკან გაუშვეს ხოლო დანარჩენები გაქცეუყლებს დაედევნენ. დანარჩენები გაიქცნენ გაქცეული მაკედონელების შემდეგ, დახოცეს ყველა, ვინც დაიჭირეს, და წინ წავიდნენ, რათა კონტროლი აეღოთ ვიწრო უღელტეხილზე, რომელიც ორ ბორცვს შორის იყო და მიდიოდა ლინკესტიში, იცოდნენ, რომ ბრასიდასს უკან დახევის სხვა გზა არ ჰქონდა. ამიტომ, როდესაც ის მარშრუტის ყველაზე რთულ ნაწილს მიუახლოვდა, დაიწყეს მისი ალყაში მოქცევა რათა საბოლოოდ დაემარცხებინათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თუკიდიდე: პელოპონესის ომი, წიგნი 4, თავი 124-126

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Wilkes: The Illyrians. Wiley, 1996, ISBN 9780631198079
  2. Joseph Roisman, Ian Worthington: A Companion to Ancient Macedonia. Wiley, 2011, ISBN 9781444351637
  3. Eugene N. Borza: In the Shadow of Olympus: The Emergence of Macedon. Princeton University Press, 1992, ISBN 9780691008806
  4. Neritan Ceka: The Illyrians to the Albanians. Migjeni, 2005, ISBN 9789994367238
  5. https://books.google.ge/books?id=pjt3ZGU61wIC&redir_esc=y