ლინკოლნ ელზუორთი
ლინკოლნ ელზუორთი | |
---|---|
ლინკოლნ ელზუორთი | |
დაბადების თარიღი |
12 მაისი, 1880 ჩიკაგო, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
26 მაისი, 1951 ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა | პოლარეთის მკვლევარი, მფრინავი |
ლინკოლნ ელზუორთი (ინგლ. Lincoln Ellsworth; დ. 12 მაისი, 1880 — გ. 26 მაისი, 1951) — ამერიკელი პოლარეთის მკვლევარი, მფრინავი. 1925 წელს იყო ჩრდილოეთ პოლუსისაკენ მიმავალი რუალ ამუნდსენის ექსპედიციის ერთ-ერთი თვითმფრინავის შტურმანი. 1926 წელს მონაწილეობდა ამუნდსენის ექსპედიციაში დირიჟაბლზე „ნორვეგია“ (მარშრუტი შპიცბერგენი — ჩრდილოეთ პოლუსი — ალასკა). 1935 წლის ნოემბერ-დეკემბერში მფრინავ ჰერბერტ ჰოლიკ-კენიონთან ერთად შეასრალა პირველი ტრანსანტარქტიკული გადაფრენა, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა მთათა ჯაჭვი ეტერნიტი, სენტინელის ქედი და ელზუორთის მთები. 1938–1939 წლებში შეასრულა გადაფრენა ანტარქტიდის შიდა რეგიონებში. 1928 წელს დაჯილდოვდა აშშ-ის კონგრესის ოქროს მედლით. ელზუორთის სახელობისაა კონცხი კუნძულ იანგზე, მწვერვალი კუინ-მოდის მთებში, ყინულქვეშა ტბა ანტარქტიდაში და ანტარქტიკული სადგური.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლინკოლნ ელზუორთი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)