შინაარსზე გადასვლა

ლინდსი უიქსონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინდსი უიქსონი

ლინდსი ბრუკ უიქსონი[1] (დ. 11 აპრილი, 1994 ) — ამერიკელი მოდელი. ლინდსი ცნობილია თავისი უნიკალური და გამორჩეული გარეგნობით, რომელსაც ნაწილობრივ განსაზღვრავს მოდელის „ფუტკრის ნაკბენივით გაბერილი ტუჩები“, „ვარდის კვირტისებური პუტი“ და წინა კბილებს შორის დაშორება.[2][3][4] ლინდსი განსაკუთრებით ცნობილია კამპანიებით ისეთ დიზაინერებთან, როგორიცაა Chanel, ჯონ გალიანო, Versace, Miu Miu, Jill Stuart, და Alexander McQueen.[5]

უიქსონი დაიბადა 1994 წლის 11 აპრილს, უიჩიტაში, კანზასის შტატში. ლინდსის მამა, თომასი, მუშაობდა სატელიტური ანტენების დამონტაჟებაზე, ხოლო დედა, მიშელი, სკოლის ავტობუსის მძღოლი იყო. ლინდსი ნრუკს ჰყავს და — კირსტენი. უიქსონმა მამისგან მემკვიდრეობით მიიღო წინა კბილებს შორის დაშორება.[5] ბავშვობაში სურდა გამხდარიყო ან შეფ-მზარეული, ან იურისტი.[6]

საშუალო სკოლაში უიქსონი ბულინგის მსხვერპლი იყო — კბილებს შორის დაშორებას გამო, თანაკლასელები უიქსონის კბილებს „სადგომს“ ეძახდნენ. ბულინგის გამო ლინდსის თავდაჯერებულობა ძალიან დაუდაბლდა.[3] 12 წლის ასაკში, ლინდსი ბრუკი სიმაღლეში უკვე 170 სმ იყო, უცხოებიც ხშირად ეუბნებოდნენ, რომ შესაძლებელი იყო მოდელი გამხდარიყო.[5] სწორედ ასეთი კომენტარების გამო ლინდსიმ კარიერის სერიოზულად შესწავლა დაიწყო.[3] დაახლოებით იმავე პერიოდში უიქსონმა წაიკითხა სტატია ჟურნალში, ბილ გეიტსისა და სხვა მილიონერების შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ისინი რისკავდნენ, იყენებდნენ შესაძლებლობებს და ყველაფერს სრულიად ახალ დონეზე აჰყავდათ“. ამის შემდეგ უიქსონმა გადაწყვიტა მოდელი გამხდარიყო,[5] და დაიწყო ჟურნალ ვოგის ძველი ნომრების წაკითხვა, სუპერმოდელების — ჟიზელის, კრისტისა და ქეითის — კარიერებზე დაკვირვებით.

უიქსონმა პირველად კონტრაქტი გააფორმა კანზასში არსებულ სააგენტოსთან „Models and Images“, რომელმაც ახალგაზრდა მოდელი ლოს-ანჯელესის სააგენტო „Vision LA“ დააკავშირა. მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აეღოთ სესხი და მანქანით ჩასულიყვნენ ლოს-ანჯელესში.[3]

კარიერის დასაწყისი, 2009–2010

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უიქსონმა სამოდელო კარიერა 2009 წელს დაიწყო, როდესაც ლოს-ანჯელესში სააგენტო „Vision LA“-სთან გააფორმა კონტრაქტი. 2009 წლის ივნისში ლინდსი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც სააგენტო „IMG Models“ და რამდენიმე სხვა სააგენტომ უარი უთხრა — კასტინგის დირექტორების აზრით, უიქსონის გარეგნობა პოდიუმზეც და გარეთაც კარგად არ „ითარგმნებოდა“, ერთის გარდა: „Marilyn Agency“.[2][7][8] მხოლოდ 15 წლის ასაკში ლინდსი ბრუკი პირადად შეარჩია სტივენ მაიზელმა, რომელმაც Models.com-ზე ახალგაზრდა გოგონას ვიდეო ნახა, და დაჯავშნა ვოგ იტალიისთვის[5][6] — ეს იყო უიქსონის პირველი პროექტი[3]

ლინდსის პოდიუმის დებიუტი შედგა 2010 წლის გაზაფხულის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, სადაც სინტია სტეფეს კოლექციაში გაიარა.[7] ამის შემდეგ უიქსონი მილანში გაემგზავრა, სადაც გახსნა Prada-ს 2010 წლის გაზაფხულის ჩვენება და შემდეგ პარიზში, როგორც ექსკლუზივი, დახურა ჩვენება — Miu Miu რამაც ლინდსი ბრუკი იმ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ახალ სახედ აქცია. სექტემბერში ჟურნალ W-ოს რედაქტორმა სტეფანო ტონკიმ თავისი პირველი ნომრისთვის გამოაქვეყნა ტუჩებისა და კბილებს შორის დაშორების სრულგვერდიანი ახლო კადრი — უიქსონის ორი ყველაზე თვალშისაცემი ნიშანი.[5]

შემდეგ უიქსონი გახდა Miu Miu-ს 2010 წლის გაზაფხულის კამპანიის სახე, გადაღებული მერტ ალასისა და მარკუს პიგოტის მიერ. კამპანიის პრესრელიზში ლინდსი ბრუკ უიქსონი დახასიათდა, როგორც „თავისუფალი სულის განსახიერება ქალობის ზღვარზე“.[9] თუმცა უიქსონს ჰქონდა საკუთარი საზღვრები იმაში, რასაც მოდელობდა: ჟურნალ „W“ სარედაქციო გადაღებისას, სახელწოდებით „Run Off Show“, რომელიც კრეიგ მაკდინმა გადაიღო, უიქსონმა ბიუსჰალტერი მოითხოვა, რადგან ზედა სამოსი გამჭვირვალე იყო — „W“ თქმით, ბევრი მოდელი ამას არ გააკეთებდა.[6]

ფოტოგრაფი გაბრიელ რევერი[10] ჟურნალ „LIFE“ დაკვეთით იღებდა უიქსონს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დროს. სტატიაში აღწერილია, როგორ ერკვევა 15 წლის მოზარდი მოდელი ჩაცმულობაში, თმასა და მაკიაჟში, და როგორ გადის პოდიუმზე.[11] „LIFE“ გადაღებიდან შერჩეული 10 გამოუქვეყნებელი ფოტო 2010 წელს გამოფენილი იყო „სოთბისში“ ფოტოგრაფ გაბრიელ რევერის გამოფენაზე სახელწოდებით[12] „მე ვრჩები, შენ გსურს“.[13]

სეზონი ლინდსიმ დაასრულა შემოდგომა/ზამთრის კამპანიებით ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Miu Miu, Jill Stuart Beauty, Barney's, Versace Vanitas Fragrance, და Galliano.[14] ლინდსი უიქსონმა შემოდგომაზე[5] ნიუ-იორკში, პარიზსა და მილანში ჯამში 44 ჩვენებაში გაიარა. გარდა ამისა, ლინდსი აღმოჩნა მნიშვნელოვანი ჟურნალის ყდაზე — ჟურნალი ID-ს 2010 წლის შემოდგომის ნომრისთვის.[15]

აღმავალი ვარსკვლავი, 2011–2014

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ლინდსი ბრუკი სამოდელო სამყაროს ყველაზე დიდ აღმავალ ვარსკვლავად გამოცხადდა,[3] უიქსონმა 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი დაიწყო კამპანიებით ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Mulberry, Barney's, Alexander McQueen, Jill Stuart, Jill Stuart's Night Jewels Fragrance, Jill Stuart Beauty, და Versace Vanitas Fragrance.[14][16][17]

ამასთან ერთად, ლინდსი უიქსონმა იმუშავა Chanel-ის გაზაფხულის მაკიაჟის კოლექციაზეც.[18] ლინდსიმ „ვოგისთვის“ თავისი პირველი სარედაქციო გადაღება შეასრულა — ორ მოდელთან ერთად გადაღებულ სესიაში კოკო როშასთან.[5]

ლინდსი უიქსონის აგენტმა, შერი ბოუნმა Marilyn-ის სააგენტოში, განაცხადა, რომ უიქსონი უფრო ხარისხზეა ორიენტირებული, ვიდრე რაოდენობაზე: „ის საოცრად გონიერია ბიზნესში. მას არ აინტერესებს საკუთარი თავის გაყიდვა“.[5] 17 წლის ასაკში უიქსონმა პირველად გამოჩნდა ეროვნულ ტელევიზიაში — CNN-ზე, სადაც უიქსონი „თინეიჯერ სუპერმოდელად“ წარადგინეს. კამერებმა და ჟურნალისტმა ალინა ჩომ ლინდსი უიჩიტაში, საკუთარ სახლში, მიაცილეს, რათა გადაეღოთ სუპერმოდელის გამოსაშვები საღამოს გამოცდილება.[19]

ამ სეზონზე უიქსონმა არაერთი მნიშვნელოვანი მოდის სახლის პოდიუმზე იარა — ნიუ-იორკში „როდარტესთვის“, ხოლო პარიზში „ზაკ პოზენისა“ და „გოტიესთვის“. თუმცა მაკიაჟზე ალერგიული რეაქციის გამო ლინდსი ბრუკ უიქსონს მოუწია პარიზის მოდის კვირეულის ნაადრევად დატოვება, რის შედეგადაც ქალაქის რამდენიმე დიდ ჩვენებას გამოტოვა.[20][21]

2013 წელს უიქსონი შეუერთდა სააგენტო Society Management ნიუ-იორკში და „Elite Model Managment“ პარიზში.[22] იმავე წლის იანვარში ლინდსი ასევე გამოჩნდა ფსიქოდელიური ჯგუფის Animal Collective-ის მუსიკალურ ვიდეოში, სიმღერისთვის Applesauce ალბომიდან Centipede Hz. 2014 წლის პარიზის მოდის კვირეულის განმავლობაში სუპერმოდელმა იმუშავა და Versace-ს ჩვენებებზე, ასევე Chanel-ის ოტ კუტიურის შოუზე ზალცბურგში. უიქსონი გამოჩნდა „ვოგის“ რუსულ, კორეულ, იაპონურ და უკრაინულ გამოცემათა ყდებზე. დეკემბერში კი უიქსონი გადაიღეს ჟურნალ „ელ იაპონიის“ ყდისთვის, ფოტოგრაფ კარლ ლაგერფელდის მიერ.

გაგრძელებული წარმატება, 2015–2017

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს უიქსონი მონაწილეობდა კამპანიებში ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Chanel, Versace, Urban Outfitters, H&M და Fendi. ლინდსი კვლავ გამოჩნდა კორეული და რუსული „ვოგის“, ასევე „ვოგ თურქეთის“ ყდებზე. სეზონში უიქსონმა პოდიუმზე იარა ისეთ დიზაინერებთან, როგორიცაა Chanel, Fendi, Roland Mouret, Michael Kors, Vera Wang, Balmain, Diane von Fürstenberg, Max Mara და Tom Ford.

2016 წელს უიქსონი გახდა კამპანიების სახე „ჯილ სტიუარტისა“ და „რივერ აილენდისთვის“. ლინდსი ბრუკმა მონაწილეობა მიიღო Chanel-ის კურორტული კოლექციის ჩვენებაში კუბაში, ასევე პარიზის მოდის კვირეულზე Chanel-ის, „ბალმენისა“ და „გოტიეს“ ჩვენებებზე, ხოლო მილანის მოდის კვირეულზე — „მოსკინოსა“ და „მაქს მარარას“ შოუებში. უიქსონი ასევე გადაიღეს რუსული „ჰარპერს ბაზარის“ ყდისთვის.

2017 წელი უიქსონმა დაიწყო Dior-ისთვის მოდელობა, იარა 2017 წლის გაზაფხულის Chanel ოტ კუტიურის ჩვენებაზე და ასევე გამოჩნდა მექსიკური „ჰარპერს ბაზარის“ ყდაზე.

2017 წლის ივლისში უიქსონმა გამოაცხადა, რომ სამოდელო კარიერას ასრულებდა ტრავმის გამო.[23][24] ლინდსი უიქსონმა დაზიანა ფეხი, რის გამოც ვეღარ აგრძელებდა სამოდელო საქმიანობას, და გადაწყვიტა ყურადღება გადაეტანა ინტერიერის დიზაინზე, კერამიკასა, და ქანდაკების კეთებაზე[25]

დაბრუნება, 2018–დღემდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრამვისგან გამოჯანმრთელების შემდეგ უიქსონი დაბრუნდა პოდიუმზე და კიდევ უფრო განიმტკიცა სუპერმოდელის სტატუსი — ლინდსი ბრუკმა იარა ისეთი დიზაინერებისთვის, როგორებიც არიან Fendi, Miu Miu, და Marc Jacobs ასვე მონაწილებდა კამპანიებში Vivienne Westwood-ისა და Fenty-სთვის.

2023 წელს უიქსონმა შეიტყო, რომ ორსულად იყო, ფეხმძიმობის პერიოდში ლინდსი მაინც მონაწილეობდა ჩვენებებში, როგორიცაა: Dsquared2 and MSGM

2024 წლის სექტემბერში უიქსონმა პარიზის მოდის კვირეულზე 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ფარგლებში პოდიუმზე იარა მოდის სახლისთვის „მეზონ იოშიკი პარიზი“ — მაღალი მოდის ბრენდისთვის, რომელიც იაპონელმა როკ-მუსიკოსმა იოშიკიმ შექმნა.[26]

უიქსონის გატაცებებს შორისაა ხელოვნება და წერა. უიქსონმა აღნიშნა, რომ სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ სიამოვნებით გახდებოდა პილოტი. ლინდსის მოდელ მეგობრებს შორის არიან: დაფნე გრონეველდი, კამილ როუ, ითან ჯეიმს გრინი და აიმელინ ვალადი. უიქსონმა განაცხადა, რომ მოდელობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თავდაჯერებულობის ამაღლებას და აღნიშნა, რომ უდიდესი შთაგონებაა კეიტ მოსი.[3]

2011 წელს ლინდსი ბრუკის გამოსაშვები საღამოს კაბა სპეციალურად მისთვის შექმნა ჯეისონ ვუმ — იმავე დიზაინერმა, რომელმაც მიშელ ობამას ინაუგურაციის კაბა შექმნა.[19][27]

უიქსონი და მუსიკოსი ბრაიონ სტარი 2024 წლის 14 თებერვალს დაქორწინდნენ ნიუ-იორკის საქალაქო მერიაში. წყვილს ერთი შვილი ჰყავს და ისინი ნიუ-იორკში ცხოვრობენ.[28]

  1. Lindsey Wixson - Ancestry.com. ციტირების თარიღი: 2024-11-07
  2. 1 2 Lim, James. (December 11, 2009) Meet the New Girl: Lindsey Wixson. ციტირების თარიღი: 2011-02-16
  3. 1 2 3 4 5 6 7 Alexander, Ella. (May 20, 2011) Southern Belle. Vogue UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 23, 2011. ციტირების თარიღი: 2011-06-02
  4. Adams, Esther. Lindsey Wixson. Vogue Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 16, 2011. ციტირების თარიღი: 2011-04-20
  5. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Turner, Zeke. (February 7, 2011) Hanging With Lindsey Wixson. Women's Wear Daily. ციტირების თარიღი: 2011-02-15
  6. 1 2 3 Rao, Priya. (February 2, 2010) This Week's Model: Lindsay Wixson. W. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 6, 2010. ციტირების თარიღი: November 1, 2010
  7. 1 2 Lindsay Wixson. NY Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2018. ციტირების თარიღი: 2010-11-01
  8. Hickman, Janell. (December 31, 2009) Model Lindsey Wixon Says No To Nudity. Honey Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 14, 2010. ციტირების თარიღი: 2010-11-01
  9. Odell, Amy. (February 4, 2010) Fifteen-Year-Old Lindsey Wixson's Miu Miu Ads Debut. ციტირების თარიღი: 2011-02-16
  10. GabrielleRevere.com.
  11. Hintz-Zambrano, Katie. (March 1, 2010) LIFE.com Fashion Week Slideshow Stars 15-Year-Old Miu Miu Model. stylelist.
  12. Special Projects by Gabrielle Revere.
  13. Caldwell, Christina (September 2010). „Model of the Moment: Lindsey Wixson“. W Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 16, 2014. ციტირების თარიღი: 14 January 2014.
  14. 1 2 Lindsey Wixson – Advertising
  15. Lim, James. (September 24, 2010) Lindsey Wixson Lands i-D's Fall Cover. New York Magazine.
  16. Odell, Amy. (January 11, 2011) Lindsey Wixson Is the Spring 2011 Face of Alexander McQueen [Updated]. New York Magazine.
  17. Lim, James. (January 13, 2011) Jill Stuart Selects Lindsey Wixson As Her Newest Face. New York Magazine.
  18. ITG. (January 17, 2011) The Makeup/Lindsey in Chanel. Into the Gloss.
  19. 1 2 Odell, Amy. (May 13, 2011) Video: Going to Prom in Wichita, Kansas, With Lindsey Wixson. ციტირების თარიღი: 2011-05-17
  20. Rees, Alex. (March 7, 2011) Allergic Reaction to Makeup Forces Lindsey Wixson to Leave Paris Fashion Week. ციტირების თარიღი: 2011-06-11
  21. Alexander, Ella. (March 8, 2011) No Show. Vogue UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 12, 2011. ციტირების თარიღი: 2011-06-11
  22. Lim, James. (March 20, 2013) The New Model Agency Taking Top New York Models. ციტირების თარიღი: 2013-06-20
  23. Lindsey Wixson Has Retired from Modeling to Focus on Interior Design and Ceramics (July 13, 2017).
  24. Instagram.
  25. Lindsey Young (@wixsondesign) • Instagram photos and videos.
  26. Ce qu'il faut retenir du défilé Maison Yoshiki printemps-été 2025 fr-FR (2024-10-15). ციტირების თარიღი: 2024-10-17
  27. Aboutaleb, Britt. (April 19, 2011) A Model Prom. Elle. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 26, 2011. ციტირების თარიღი: 2011-04-20
  28. Lindsey Wixson, Brion Starr wedding day saved after NYC cabby finds lost tux (February 14, 2024).