შინაარსზე გადასვლა

ლინდა კარდენილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინდა კარდენილი

კარდენილი 2019 წელს
დაბადების სახელი ლინდა ედნა კარდენილი
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1975 (1975-06-25) (49 წლის)
კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1996-დღემდე
მეუღლე(ები) სტივენ როდრიგეზი (2009-დღემდე)

ლინდა ედნა კარდელინი (ინგლ. Linda Cardenilli; დ. 25 ივნისი, 1975) [1]ამერიკელი მსახიობი. ტელევიზიაში ის ცნობილია დრამაში, „ხულიგნები და ხუთოსნებში“ (1999–2000) შესრულებული როლით. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა სერიალებშიც, მათ შორისაა: სამედიცინო დრამა ER (2003–2009), თრილერი გენეალოგია (2015–2017) და ტრაგიკომედია ჩემთვის მკვდარი (2019–დღემდე), ამ უკანასკნელისთვის იგი დაჯილდოვდა პრაიმტაიმ ემი ჯილდოთი, გამოჩენილი მთავარი მსახიობი ქალის კატეგორიაში. მან ასევე მიიღო მონაწილეობა დრამაში შეშლილები (2013–2015), რისთვისაც მან მიიღო პრაიმტაიმ ემის ჯილდო. მის ნამუშევრებში შედის ანიმაციური სერიალი სკუბი-დუ! მისტიკური კორპორაცია (2010-2013).

კარდელინი ცნობილია ველმა დინკლის შესრულებული როლით, ფილმში სკუბი დუ (2002), მან ასევე მონაწილეობა მიიღო მის გაგრძელებაში სკუბი დუ 2:მონსტრები თავისუფლებაზე (2004). მეორეხარისხოვანი როლები ითამაშა ფილმებში: ქერათმიანი ადვოკატი (2001), კუზიანი მთა (2005), ბებიკოს ბიჭი (2006), შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (2015), მწვანე წიგნი, უბრალო სამსახური (2018) და შურისმაძიებლები: დასასრული (2019). მან ასევე ითამაშა დრამაში დაბრუნება (2011). ასევე საშინელებათა ფილმში, ლა ლორონას წყევლა (2019).

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლინდა კარდელინი დაიბადა 1975 წლის 25 ივნისს, კალიფორნიაში, რედვუდ სიტიში [1],არის ლორაინის (შვილის ჰერნანის), უეინ დევიდ კარდელინის ქალიშვილი.[2] ის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსია. კარდელინი წარმოშობით იტალიელი, ირლანდიელი, გერმანელი და შოტლანდიელია. [3] [4] იგი გაიზარდა კათოლიკედ. [5]საჯარო სივრცეში პირველად 10 წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც მან სკოლის პიესაში იმღერა. მოგვიანებით, მან ითამაშა რამდენიმე სკოლის სპექტაკლში და დაიწყო დრამის გაკვეთილებზე სიარული. მან 1993 წელს დაამთავრა კათოლიკური „წმინდა ფრანცისკის საშუალო სკოლა“ შემდეგ გადავიდა ლოს-ანჯელესში.

მსახიობმა 1994 წელს ითამაშა სატელევიზიო შოუში, ფასი მართალია. [6]

იგი სწავლობდა „ლოიოლა მერიმუნტის უნივერსიტეტის“ კომუნიკაციისა და სახვითი ხელოვნების კოლეჯში, რომელიც დაამთავრა თეატრის ხელოვნების სპეციალობით. 2007 წელს უნივერსიტეტმა იგი „გამორჩეულ კურსდამთავრებულად“ ცნო.

კარდელინმა პირველი დიდი როლი 1996 წელს მიიღო, როდესაც მან მთავარი როლი, სარა ითამაშა ABC-ს საბავშვო სერიალში, Bone Chillers. კარდელინმა 1999 წელს ითამაშა AMC სერიალში, The Lot ის პირველ სეზონში, და ეს ზაფხული გაატარა ევროპაში. ასევე რამდენჯერმე გამოჩნდა სხვადასხვა სატელევიზიო პროგრამებში, მათ შორიაა: ამერიკეული სიტკომი „ნაბიჯ ნაბიჯ“, ასევე სიტკომი „უშეცდომო“, „ბიჭი ხვდება სამყაროს“ და სხვა.

in black jeans and off-the-shoulder sleeve top, gesturing palm up to audience
კარდელინი 2010 წელს

კარდელინმა პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა, მაშინ როდესაც მან ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა NBC სერიალში ხულიგნები და ხუთოსნები. კარდელინმა 2002 წელს ითამაშა ფილმში „სკუბი დუ“, რომელშიც მან ითამაშა მულტფილმის პერსონაჟი ველმა დინკლი. მოგვიანებით ველმას როლი 2004 წელს სკუბი დუ 2:მონსტრები თავისუფლებაზე. ლინდა კარდელინი ექვსი სეზონის განმავლობაში მონაწილეობდა სერიალ ER-ში.

Wearing a violet sleeveless wrap, hair in a shoulder-length feather cut
კარდელინი 2011 წელს დოვილის ამერიკული კინოფესტივალზე

მისი სხვა კინემატოგრაფიული ნამუშევრები მოიცავს ფილმებს: მკვდარი კოლეჯში, უცნობთა მიწა, Good Burger, ქერა ადვოკატი, კუზიანი მთა [7] და მთავარი როლი შეასრულა ფილმში ბებიკოს ბიჭი, ამ ფილმში მან ითამაშა სამანტას როლი. გაახმოვანა ურსულა ვიდეო თამაშში, გლადიუსი, და ასრულებდა ბლის გუდს ABC ანიმაციურ სერიალში The Goode Family. 2007 წელს აირჩიეს კლარას როლზე, CBS-ს მინისერიალში, „კამანჩეს მთვარე“.

2010 და 2011 წლებში დაუბრუნდა სცენას. მოგვიანებით გამოჩნდა ფილმებში: მოკალით ირლანდიელები. 2012 წლის 15 ივნისიდან 2016 წლის 15 თებერვლამდე ის ვენდის ახმოვანებდა, დისნეის ტელესერიალში, Gravity Falls .

პერიოდულად იღებს მონაწილეობას პოდკასტის პროგრამაში, „მომაჯადოებელი სათავგადასავლო საათი“.

2013 წელს იგი შეარჩიეს პერსონაჟ დონ დრეიპერის სასიყვარულო ობიექტის სილვია როუზენის როლზე, ამერიკულ ფილმში შეშლილებში. შეშლილებ-ში შესრულებული როლისთვის, მან მიიღო პრაიმტაიმ ემი ჯილდო. მას ასევე სარა უიტაკერის როლი ჰქონდა კომედიურ ფილმში მამიკოს სახლი. 2017 წელს მან განმეორებით ითამაშა თავისი როლი ფილმში მამიკოს სახლი 2 .

2018 წლის აგვისტოში კარდელინიმ კრისტინა ეფლგეიტთან ერთად მიიღო მონაწილეობა Netflix-ის ბნელ კომედიურ სერიალში ჩემთვის მკვდარი.[8] მისი პრემიერა გაიმართა 2019 წლის 3 მაისს. [9] თავისი როლის შესრულებისთვის, მან მიიღო კრიტიკოსთა აღიარება და ნომინაცია პრაიმტაიმ ემი ჯილდო.

2011 წლის ოქტომბერში კარდელინიმ და მისმა შეყვარებულმა სტივენ როდრიგესმა განაცხადეს, რომ კარდენილი ფეხმძიმედაა. [10] წყვილს ქალიშვილი შეეძინა 2012 წლის თებერვალში. [11] ისინი 2013 წლის ივნისში დაინიშნენ. [12]

  1. 1.0 1.1 Jacqueline Cutler. (November 25, 2007) Linda Cardellini. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2018. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  2. Knockout Nerd (July 1, 2002). ციტირების თარიღი: March 1, 2019
  3. Episode 986 - Linda Cardellini (January 17, 2019).
  4. Schneider. Opening in Orlando: High Life, Penguins and more.
  5. Watkins. (June 12, 2013) The Mad Men GQ+A: Linda Cardellini on Sylvia Rosen's Extramarital Bombshell: The Q. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 3, 2013. ციტირების თარიღი: October 31, 2013
  6. Linda Cardellini Made Her First Television Appearance As A Contestant On 'The Price Is Right' (VIDEO) (June 18, 2013).
  7. 12th Annual Screen Actors Guild Awards and Nominees. Screen Actors Guild (2006).
  8. Andreeva, Nellie. „Linda Cardellini To Star In Netflix Dark Comedy Series 'Dead To Me'. Deadline Hollywood (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-08-03.
  9. Wright, Megh. „Christina Applegate to Star in Will Ferrell–Produced Netflix Comedy Dead to Me“. Vulture (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-16.
  10. Linda Cardellini Expecting First Child (June 22, 2011).
  11. Linda Cardellini Welcomes Daughter Lilah-Rose (March 6, 2012).
  12. Linda Cardellini Engaged: 'Freaks And Geeks' Actress And Boyfriend Steven Rodriguez Set To Wed (June 7, 2013).