ლიმუზინი
იერსახე

ლიმუზინი (ფრანგ. Limousine < ისტორიული პროვინცია ლიმუზენის სახელიდან) — თანამედროვე მსუბუქი ავტომობილის დახურული ძარა. მისი შემინული ტიხარი გამოყოფს წინა დასაჯდომს სამგზავრო სათავსის დანარჩენი ნაწილისაგან. ლიმუზინის ტიპის ძარას იყენებენ მაღალი კლასის დიდ ავტომანქანებში (ყოფილ სსრკ-ში ზილ-144-ზე).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 240.