ლიმუზენი (ოლქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლიმუზენი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლიმუზენი (ფრანგ. Limousin) — ისტორიული ოლქი საფრანგეთში, საფრანგეთის ცენტრალური მასივის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ლიმუზენის ტერიტორიაზეა კორეზის, ნაწილობრივ ზემო ვიენის დეპარტამენტები. ფართობი 8,9 ათ. კმ². ეკონომიკის საფუძველია სახორცე მიმართულების მეცხოველეობა. განვითარებულია კვების, ფეხსაცმლის, შალეულის მრეწველობა, კერამიკის წარმოება. მთავარი სამრეწველო ცენტრებია ლიმოჟი, ტული, ბრივ-ლა-გაიარდი. იღებენ ურანის მადანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]