შინაარსზე გადასვლა

ლიმეადი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიმეადი ყინულით

ლიმეადი ― ლაიმის არომატის, ზოგჯერ გაზიანი სასმელი. მისთვის დამახასიათებელ გემოს, როგორც წესი, შაქრით ან სხვა დამატკბობლებით იღებენ. მომზადების გავრცელებული მეთოდია ლაიმიდან გამოწურული წვენის თაფლთან ან ჩვეულებრივ სიროფთან შერევა, რომელსაც წყალსა და მეტ დამატკბობელს უმატებენ.[1] ზოგჯერ ურევენ არაყს ან თეთრ ტეკილას.[2] სასმლის ზუსტი ინგრედიენტები, მომზადება და სახელწოდება განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.

ლიმეადი სხვადასხვა ქვეყანაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტ-ინდოეთი და კარიბის ზღვის აუზის კუნძულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასმელი პოპულარულია ტროპიკულ ქვეყნებში, როგორიცაა იამაიკა, რადგან აქ ლაიმი ძალიან გავრცელებულია.[3]

ბაჰამის კუნძულებზე,[4][5][6] ლიმონათის მსგავსად, ლიმეადს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "სვიჩას" ან "სვიჩერს".

ლიმეადი ინდოეთსა და პაკისტანში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია და ცნობილია, როგორც ნიმბუ პაანი ან ლიმბუ პანი,[7] ნიმბუ პაანისთვის იყენებენ ლიმონსაც.

ტაილანდური ლიმეადი ყინულით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაიმი ასევე ფართოდაა გავრცელებული ტაილანდსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ნაწილებში, რადგან ლიმონი არ არის ადგილობრივი სახეობა. ტაილანდური სტილის ლიმეადი მარილიანი გემოთი გამოირჩევა და ზოგჯერ საერთოდ არ შეიცავს შაქარს.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Limeade (February 8, 2011).
  2. ↑ How To Make Limeade - Easy Recipe for Limeade. Goodhousekeeping.com (2011-06-28). ციტირების თარიღი: 2019-10-13
  3. ↑ Limeade Recipe en-us. ციტირების თარიღი: 2021-06-09
  4. ↑ Bennett, Steve. (30 March 2012) Compass Point Switcher Bahamian Cocktail Unexplained en-US. ციტირების თარიღი: 2021-10-26
  5. ↑ Winterfest White Party Culinary Competition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-26. ციტირების თარიღი: 2013-09-15
  6. ↑ Rolle Rahming, Helen Patricia. (2008)Breaking Through My Invisible Bubble en. AuthorHouse. ციტირების თარიღი: 2025-05-21
  7. ↑ NIMBU PAANI.
  8. ↑ Michele Anna Jordan (11 October 2011). California Home Cooking: 400 Recipes that Celebrate the Abundance of Farm and Garden, Orchard and Vineyard, Land and Sea. Houghton Mifflin Harcourt, გვ. 1088. ISBN 978-1-55832-597-5.