ლილი გოქსაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლილი სერგოს ასული გოქსაძე (დ. 3 იანვარი, 1935, თბილისი, — გ. 2015) — ქართველი ენათმეცნიერი. ფილოლოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2004).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ენის განყოფილება. 1957–1959 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ინგლისური ენის მასწავლებლად, 1962–2009 წლებში – თსუ-ის ინგლისური ფილოლოგიურ კათედრაზე. 2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიური მიმართულების სრული პროფესორია. 2009 წლიდან მიენიჭა პროფესორ-ემერიტუსის სტატუსი. გოქსაძემ შეისწავლა კატენატიური მიმართებები და ზმნის უპირო ფორმებთან დაკავშირებული საკითხები თანამედროვე ინგლისურში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, 13 სახელმძღვანელო და მონოგრაფია – „ქართულ-ინგლისური ყოფითი თავისებურებები (თავაზიანობის ნორმები)“ (1997). გოქსაძე არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2002). „თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკის უმაღლესი კურსის“ ოთხტომეულის გამოცემისათვის დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2009).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]