ლილიტ მაკუნცი
იერსახე
| ლილიტ მაკუნცი | |
ლილიტ მაკუნცი 2019 წელს | |
| სომხეთის ეროვნული კრების წევრი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 14 იანვარი, 2019 |
სომხეთის კულტურის მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 12 მაისი, 2018 – 14 იანვარი, 2019 | |
| პრეზიდენტი | არმენ სარქისიანი |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკოლ ფაშინიანი |
| დაბადებული | 7 ნოემბერი, 1983 ერევანი, სომხეთის სსრ |
| პოლიტიკური პარტია | საზოგადოებრივი კონტრაქტი |
| განათლება | ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ლილიტ მაკუნცი (დ. 7 ნოემბერი, 1983) — სომეხი პოლიტიკოსი. სომხეთის კულტურის მინისტრი 2018-2019 წლებში. 2019 წლიდან არის სომხეთის ეროვნული კრების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლილიტ მაკუნცი დაიბადა 1983 წლის 7 ნოემბერს, ერევანში. 2004-2012 წლებში იყო სომხეთის ლიბერალური პარტიის წევრი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. 2012 წელს იყარა კენჭი საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ვერ მოახერხა ეროვნულ კრებაში შესვლა. 2018 წლის 12 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დანიშნა სომხეთის კულტურის მინისტრად. არის კოალიცია „ჩემი ნაბიჯი ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი. 2019 წლიდან არის სომხეთის ეროვნული კრების წევრი.