ლილიტა ოზოლინია
| ლილიტა ოზოლინია | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
19 ნოემბერი, 1947 რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი |
5 ივნისი, 2023 (75 წლის) ლატვია |
| მოქალაქეობა |
ლატვია |
| საქმიანობა | მსახიობი |
| ჯილდოები |
სსრკ-ის სახელმწიფო პრემია ლატვიის სსრ დამსახურებული არტისტი |
ლილიტა ოზოლინა (ლატვ. Lilita Ozoliņa; დ. 19 ნოემბერი, 1947, რიგა ლატვიის სსრ, სსრკ – გ. 5 ივნისი, 2023, ლატვია) – საბჭოთა და ლატვიელი თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ლატვიის სსრ დამსახურებული არტისტი (1983).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა რიგაში, ინტელიგენტთა ოჯახში. ლილიტას ჰყავდა უფროსი და, ვია. მამა რეპრესირებულ იქნა, დედა და ორი გოგონა ციმბირში გადაასახლეს. მგზავრობისას უფროსი და, რომელიც სამი წლის იყო, გარდაიცვალა.
„მამაჩემი, ლატვიელი მფრინავი, რეპრესირებულ იქნა. დედაჩემი მას გაჰყვა გადასახლებაში, ხოლო ჩემი უფროსი და – ვია გარდაიცვალა ერთ-ერთ გადასახლებულთა მატარებელში. ის უბრალოდ გაიყინა“.
1956 წელს მამამისი რეაბილიტირებულ იქნა და ლილიტა დედასთან ერთად ციმბირიდან რიგაში დაბრუნდა.
სკოლის წლებში მედიცინის სწავლა სურდა; საშუალო სკოლაში სწავლის პარალელურად სწავლობდა სამედიცინო სასწავლებელში და ექთანად მუშაობდა რიგის ბავშვთა რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. [1]
ათი წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო სინჯებში მწყემსი ქალის როლზე ფილმში „ექო“, მაგრამ როლზე არ აიყვანეს. 8 წლის შემდეგ ლილიტა შევიდა რიგის კინოსტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სახალხო სტუდიაში.
1966 წლიდან დაიწყო მუშაობა იან რაინისის თეატრში. 1969 წელს ლილიტამ დაამთავრა კინომსახიობთა სტუდია, ხოლო 1971 წელს - ლატვიის ი. ვიტოლსის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამსახიობო განყოფილება. [2]
ამავდროულად, ლილიტამ შეასრულა მისი დებიუტი კინოში, ითამაშა ველტას როლი ფილმში „როცა წვიმა და ქარი ფანჯარაზე აკაკუნებს“ (1967), რომელიც გადაიღო სტუდიის ერთ-ერთმა პედაგოგმა, რეჟისორმა ალოიზ ბრენჩმა. ამას მოჰყვა სხვა კინოროლები. თუმცა, მას პოპულარობა მოუტანა მარტას როლმა ფილმში „გრძელი გზა დიუნებში“ (1980), რომელიც გადაიღო ლილიტას უკვე ერთხელ აღმომჩენმა რეჟისორმა ალოიზ ბრენჩმა. ამ წარმატებას შემდეგში მრავალი როლების შეთავაზება მოჰყვა, მათ შორის იყო მიუზიკლი „სიყვარულის მოკლე ინსტრუქცია“, კომედია „სანტა კლაუსის პირადი ცხოვრება“ (1982), პოლიტიკური დეტექტივი „ორმაგი ხაფანგი“ (1985) და სხვა.
მსახიობი აქტიურად მონაწილეობდა თავისი ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში: 1975 წლიდან - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი; იყო ლატვიის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[3]
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რიგის კინოსტუდიაში სამუშაო აღარ იყო, მაგრამ თეატრი დარჩა. ლილიტა ოზოლინია მუშაობდა რიგაში ორ სცენაზე: თეატრში „დაილესი“ და რიგის მიხეილ ჩეხოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში.
1994 წელს ლილიტა ოზოლინიამ მონაწილეობა მიიღო რიგის კინომსახიობთა საერთაშორისო ფესტივალის „ბალტიის მარგალიტის“ მუშაობაში და იყო კინოფესტივალის ჟიურის წევრი, რომელსაც თავმჯდომარეობდა სსრკ სახალხო არტისტი ვია არტმანე. 1997 წელს იყო ამ ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე.
2014 წელს მან შეასრულა XX საუკუნის გამოჩენილი მხატვრის საყვარლის როლი სპექტაკლში „პიკასოს ქალები“. ეს იყო ოლგა ხოხლოვა, დიაგილევის ჯგუფის ყოფილი ბალერინა და რუსი გენერლის ქალიშვილი.[4]
ოზოლინია გარდაიცვალა 2023 წლის 5 ივნისს ლატვიაში. იგი დაკრძალეს რიგაში, რაინისის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამა – არვიდ ოზოლინში (ლატვ. Arvids Ozolins; 1913–1948), პილოტი-გამომცდელი. რეპრესირებულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების მიერ 1948 წ. დაკრძალულია რიგაში, რაინისის სასაფლაოზე.
დედა – ალბერტინა ოზოლინია (ლატვ. Albertina Ozolina; 1913–2003) მუშაობდა გერმანულ კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტად. იგი დაკრძალეს რიგაში, რაინისის სასაფლაოზე, ქმრის გვერდით.
უფროსი და – ვია ოზოლინია, სამი წლის ასაკში გარდაიცვალა ოჯახის ციმბირში დეპორტაციის დროს.
უმცროსი ძმა – ძინტარს ოზოლინში (ლატვ. Dzintars Ozolins, 1951-2015; დაკრძალულია რიგაში, რაინისის სასაფლაოზე.
რამდენჯერმე იყო დაქორწინებული.
- ქალიშვილი - ლილიანა ოზოლინია (ლატვ. Liliāna Ozoliņa, მუშაობდა MTV ლატვიის სატელევიზიო არხის დირექტორად.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1967 : „როცა წვიმა და ქარი ფანჯარაზე აკაკუნებს“ – ველტა
- 1973 : „შახი ბრილიანტების დედოფალს“ – მაიგა სტრაუტა, ექიმი
- 1973 : „ოლეგი და აინა“ – აინა
- 1976 : „სონატა ტბაზე“ – ვია
- 1979 : „შეწყვეტილი ვახშამი“ – სონია
- 1980 : „გრძელი გზა დიუნებში“ – მარტა
- 1982 : „სანტა კლაუსის პირადი ცხოვრება“ – ოლგა
- 1983 : „სიყვარულის მოკლე ინსტრუქცია“ – ანა
- 1984 : „აპლოდისმენტები, აპლოდისმენტები…“ – სტუმარი საღამოს წვეულებაზე
- 1985 : „ორმაგი ხაფანგი“ – ევა
- 1985 : „შევხვდებით მეტროში“ – ნატაშა
- 1986 : „ორეული“ – ნინა
- 2004 : „წითელი კაპელა“ – მადამ მაერი
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1983 – სსრკ სახელმწიფო პრემია - მარტას როლისთვის სატელევიზიო ფილმში „გრძელი გზა დიუნებში“
- 1983 – ლატვიის სსრ დამსახურებული არტისტი
- 2000 – ვია არტმანეს პრემია (მსახიობთა საერთაშორისო ფესტივალი „ბალტიის მარგალიტი“, ლატვია) — ლატვიის კინოში შეტანილი წვლილისთვის
- 2009 – სამი ვარსკვლავის ორდენის ოფიცერი, IV ხარისხი (ლატვია) [5]
- 2013 – საერთაშორისო პრემია „ბალტიის ვარსკვლავი“[6]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Дозорцев В. Л. Настоящее прошедшее время. [Мемуары]. — Riga: JUMI, 2009. — 288 с. — ISBN 978-9-9843-0158-7
- Кино : Энциклопедический словарь / гл. ред. С. И. Юткевич ; редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — М. : Советская энциклопедия, 1987. — 637, [3] с. : [96] л. ил. — 100 000 экз
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Актриса Лилита Озолиня: важно, что ты можешь удивляться (ВИДЕО), Mixnews.lv. Mixnews.lv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-11. ციტირების თარიღი: 2016-04-06.
- ↑ Юткевич. Кино : Энциклопедический словарь / гл. ред. С. И. Юткевич; редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — М. : Советская энциклопедия, 1987. — 637. с. 528.
- ↑ Озолинь Лилита Арвидовна დაარქივებული 2016-08-20 საიტზე Wayback Machine. Кино: Энциклопедический словарь/Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др.- М.: Сов. энциклопедия, 1987.- 640 с., 96 л. ил.
- ↑ Спектакль "Женщины Пикассо" в Москве – купить билеты, отзывы, афиша. ციტირების თარიღი: 2020-07-12
- ↑ Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2022-03-13.
- ↑ Лауреаты международной премии «Балтийская звезда». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-12. ციტირების თარიღი: 2023-08-12.
- დაბადებული 19 ნოემბერი
- დაბადებული 1947
- გარდაცვლილი 5 ივნისი
- გარდაცვლილი 2023
- XX საუკუნის ქალი მსახიობები
- XXI საუკუნის ქალი მსახიობები
- საბჭოთა მსახიობები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლატვიის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ლატვიის სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- რაინისის სასაფლაოზე დაკრძალულები
- რიგაში დაბადებულები