შინაარსზე გადასვლა

ლილიანური თარიღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლილიანური თარიღიდროის გაზომვის ასტრონომიური მეთოდი, რომლის მიხედვითაც ითვლიან გრიგორიანული კალენდრის მიღებიდან (1582 წლის 15 ოქტომბერი, 00:00) გასულ დღეებს. 1582 წლის 15 ოქტომბრის ლილიანური თარიღის რიგითი ნომერი არის 1. ლილიანურმა თარიღმა თავისი სახელწოდება ალოისიუს ლილიუსის (გრიგორიანული კალენდრის პროექტის ავტორი) პატივსაცემად მიიღო. ტერმინი ხმარებაში 1986 წელს IBM-ის თანამშრომელმა, გ. ომმა შემოიტანა.[1]

უფრო ცნობილი, არის იულიუსის თარიღი, რომელსაც იყენებენ, რათა დათვალონ დღეები ძვ.წ 4713 წლის 1 იანვრის შუადღიდან (იულიუსის კალენდარის მიხედვით). იულიუსის თარიღი იწყება შუადღიდან, ხოლო ათწილადი შეიძლება გამოყენებული იქნას დღე-ღამის დროის წარმოსადგენად. ამის საპირისპიროდ, ლილიანურ თარიღში არ იყენებენ საათობრივ სარტყელებს და დღე-ღამის დროს. ლილიანური თარიღის მიღება შესაძლებელია იულისიუს თარიღიდან. ამისთვის საჭიროა 2 299 160,5-ის გამოქვითვა და ათწილადის შედეგის ამორიცხვა. დღესდღეობით, ლილიანურ თარიღს იყენებს ფირმა IBM პროგრამირების ენა RPG-ში.

  1. Ohms, Bruce G (1986). „Computer processing of dates outside the twentieth century“. IBM Systems Journal. IBM. 25: 244–251. (ინგლისური)