ლიკოპოდიუმი
იერსახე
| ლიკოპოდიუმი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Lycopodium annotinum | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Lycopodium | ||||||||||||||
| სახეობები | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლიკოპოდიუმი (Lycopodium) — ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახის მარადმწვანე ბალახოვანი მცენარეების გვარი. სასპორე თავთავები (სტრობილები) კენწრული და მკვრივია. შედგება ღერძისა და სპირალურად განლაგებული სპოროფილებისაგან, რომელთა ზედა მხარეზე მოთავსებულია სპორანგიუმები.
10-მდე სახეობა ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაშია გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: Lycopodium clavatum და Lycopodium annotinum. ლიკოპოდიუმის და ზოგიერთი მისი მონათესავე გვარის სახეობათსა სპორები გამოიყენება სამკურნალოდ და სამსხმელო წარმოებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქელაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 238.