ლიკის ობსერვატორია
| ლიკის ობსერვატორია | |
|---|---|
| ინგლ. Lick Observatory | |
|
| |
| 37°20′28″ ჩ. გ. 121°38′35″ დ. გ. / 37.34111° ჩ. გ. 121.64306° დ. გ. | |
| კოდი | 662 |
| ქვეყანა |
|
| დაარსდა | 1887 წ. |
| ტიპი | ასტრონომიული ობსერვატორია |
| ოფიციალური საიტი | http://ucolick.org/main/ |
![]() | |
ლიკის ასტრონომიული ობსერვატორია (ინგლ. Lick Observatory) — კალიფორნიის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსებულია მილიონერ ჯ. ლიკის მიერ ნაანდერძევი თანხით. განლაგებულია ჰამილტონის მთაზე (1306 მ) სან-ხოსეს აღმოსავლეთით 46 კმ-ზე. დაარსდა 1887 წელს. გაიხსნა 1888 წელს, როდესაც დაიდგა 91 სმ-იანი რეფრაქტორი. 1895 წელს ინგლისიდან გადაიტანეს 91 სმ-იანი რეფლექტორი· აქვს აგრეთვე 51 სმ-იანი ორმაგი ასტროგრაფი (დაიდგა 1939 წელს), 305 სმ-იანი (1950), 61 სმ-იანი (1964). ლიკის ასტრონომიული ობსერვატორიის ლაბორატორიები 1966 წლიდან სანტა-კრუსშია. ობსერვატორია იკვლევს გალაქტიკის აგებულებასა და ბრუნვას, ვარსკვლავებს, გარეგალაქტიკურ ნისლეულებს. გამოსცემს „Lick Observatory Publications“ (1887 წლიდან), „Contributions from the Lick Observatory“ (1889 წლიდან), „Lick Observatory Bulletins“ (1901 წლიდან).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 237.
