ლიკა შუბითიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიკა შუბითიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1984
დაბ. ადგილი დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი ეთნომუსიკა, ექსპერიმენტული
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
გიტარა
ფორტეპიანო
პერკუსია
აქტიური 2004 - დღემდე
საიტი myspace.com/shoobaa

ლიკა შუბითიძე (დ. 17 სექტემბერი, 1984, გორი) — ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი. გადაღებული აქვს 5 მუსიკალური ვიდეო. ჩაწერილი აქვს მრავალი სიმღერა (ცნობილი და საკუთარი სიმღერები). ის ცნობილია როგორც ყველაზე განსხვავებული და ექსტრაორდინალური მუსიკოსი.

ოჯახი, ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიკა შუბითიძე 1984 წლის 17 სექტემბერი დაიბადა ქალაქ გორში. მამა – შოთა შუბითიძე, პროფესიით ინჟინერი. დედა – ნანა ლომიძე, პროფესიით უცხო ენების პედაგოგი. ჰყავს ორი ძმა – დავითი და იოსები. დაამთავრა ქ. გორის მე–3 საშუალო სკოლა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიკა შუბითიძე 1991—1998 წლებში სწავლობდა გორის მე–2 სამუსიკო სასწავლებელში (ფორტეპიანო). 2003—2006 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე–2 სამუსიკო სასწავლებელში (საესტრადო ვოკალი). 2001—2005 წლებში სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში (უცხო ენების ფაკულტეტი).


კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი წლის ასაკიდან მშობლებმა აღმოუჩინეს მუსიკალური ნიჭი და ოთხი წლიდან ხდება ანსამბლ "ცისარყელა"–ს სოლისტი. მოგვიანებით მუსიკალურ მოღვაწეობას აგძელებს ანსამბლ "აი ია"–ში. 2001 წელს ლიკა შუბითიძე ჩადის ქ. თბილისში, სადაც აგრძელებს მუსიკალურ კარიერას კომპოზიტორ ნუნუ გაბუნია–სა და ვოკალისტ ლალი ბერაძის დახმარებით. 2004 წელს იღებს მონაწილეობას სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში "ნუცას სკოლა", სადაც ხდება ფინალისტი და იღებს სპეციალურ პრიზს როგორც ყველაზე ინტელექტუალური მომღერალი. 2005 წელს იღებს მორიგ კონკურსში მონაწილეობას სახელად "ჯეოსტარი" სადაც ასევე ხდება ფინალისტი. კონკურსის დამთავრების თანავე იწყებს თანამშრომლობას კომპანია "art forum"–თან(კახაბერ ცისკარიძე,სტეფანე მღებრიშვილი). ჩაიწერა ორი სიმღერა და ჩატარდა რამდენიმე კონცერტი. 2006 წელს რეჟისორებმა ბასა სამხარაძემ და დაჩი დარჩიამ გადაიღეს ლიკა შუბითიძის პირველი ვიდეო სიმღერაზე 'VACANZE ROMANE', რომელიც იყო ქართულ მუსიკალურ ვიდეო რგოლებს შორის ყველაზე განსხვავებული. 2007 წელს დაჩი დარჩიამ გადაიღო მორიგი ვიდეო რგოლი სიმღერაზე "სულიკო" რომელიც ქართველ მსმენელთა შორის გახდა ძალიან პოპულარული. ამავე წელს რეჟისორმა ანკა გუჯაბიძე–მ გადაიღო ვიდეო ლიკა შუბითიძის საკუთარ სიმღერაზე 'MY FIRST SONG'.2008 წელს ლიკა შუბითიძე ხდება ინდი–როკ ჯგუფი YELLOW–ს სოლისტი. 2008 წლის სექტემბერში ტოვებს საქართველოს და მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში(ST. LOUIS, MO), სადაც აგრძელებს მუსიკალურ კარიერას ამერიკულ ჯგუფ FURIOUS VIXEN–ში. ამავე პერიოდში დაჩი დარჩია იღებს ვირტუალურ კლიპს(Skype) ლიკა შუბითიძის საკუთარ სიმღერაზე "პირიქით". პარალელურად ჩაწერა რამდენიმე სიმღერა მუსიკოს და პროდიუსერ DAMON DAVIS–თან. აქტიურად მუშაობს მუსიკოს–პროდიუსერ JAY ZELENKA–სთან, ჩაიწერა ერთობლივი FREE JAZZ ალბომი. 2009 წლის მაისში ლიკა შუბითიძე გადადის NY–ში სადაც დღემდე აგრძელებს მუსიკალურ კარიერას.

ცოცხალი ბენდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს ლიკა შუბითიძემ დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ცოცხალ ბენდებთან სხვადასხვა კონცერტებსა თუ კლუბებში.

შემდეგ მუსიკოსებთან:

  • კლავიში: პაატა ანდრიაძე
  • საქსოფონი: კახა ჯაგაშვილი
  • ბას-გიტარა: ნოდარ ექვთიმიშვილი, ლევან დეისაძე, ლაშა აბაშმაძე
  • სოლო გიტარა: დათო აზირაშვილი, ზვიად ნაზღაიძე, ავთო კრავეიშვილი, ბადრი ღვინიაშვილი
  • პერკუსია: არჩილ გეგეჭკორი
  • დასარტყმელი საკრავი: გია სალაღიშვილი, ზაზა ცერცვაძე, კახაბერ ცისკარიძე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]