ლიკაბეტოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიკაბეტოსი
Lycabettus seen from the Acropolis, 2016.jpg
კოორდინატები: 37°58′40″ ჩ. გ. 23°44′30″ ა. გ. / 37.97778° ჩ. გ. 23.74167° ა. გ. / 37.97778; 23.74167
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სიმაღლე 263 
შეფარდებითი სიმაღლე 103 
საიტი საიტი
ლიკაბეტოსი — საბერძნეთი
ლიკაბეტოსი

ლიკაბეტოსი (ბერძნ. Λυκαβηττός) — ცარცული ასაკის კირქვული ბორცვი საბერძნეთში, ქალაქ ათენში. სიმაღლე ზღვის დონიდან 263 მ. მისი ტერიტორია დაფარულია ფიჭვის ხეებით, მთის ტერიტორია კი მოიცავს XIX საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიას, თეატრსა და რესტორანს. მთა ითვლება ათენის უმაღლეს წერტილად და მის ცენტრში მდებარეობს.

მისი სახელი ეწოდება მთის ძირას აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქუჩას.

ბორცვი არის პოპულარული ტურისტული ადგილი. ყოველწლიურად ათასობით ბერძენი და ტურისტი ადის მთაზე, რათა დატკბეს ქალაქის ხედით, მოინახულოს ლიკაბეტოსის წმინდა გიორგის ეკლესია. მას მიიჩნევენ ათენში ყველაზე რომანტიულ ადგილად. ლიკაბეტოსის ფუნიკულიორი ადის კოლონაკის სადგურიდან (რკინიგზის სადგურის ნახვა შესაძლებელია არისტოპუს ქუჩაზე). სხვადასხვა ლეგენდებში გვხვდება ლიკაბეტოსის მთა. ყველაზე პოპულარული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ძველად ეს მთა იყო მგლების თავშესაფარი, რომელიც მისი სახელის წარმომავლობიდან ჩანს (ნიშნავს „ადგილი (გორა), რომელზეც დადიოდნენ მგლები“). სხვა ეტიმოლოგია გადმოგვცემს, რომ ის წინარე მიკენური ხანისაა, პელასგების პერიოდისა (ლუკაბეტუ=მასტოიდური გორა)[1].

მითოლოგიის მიხედვით ლიკაბეტოსის შექმნას მიაწერენ ათენას. ეს ბორცვი შეიქმნა მაშინ როდესაც ათენას დაუვარდა ცარცული მთა, რომელიც მოჰქონდა პალენეს ნახევარკუნძულიდან. ერიხთონიუსის ყუთის გახსნის შემდეგ ამ ცაცრული ქვით ათენას აკროპოლისის აშენება სურდა.

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორცვზე, ღია ცის ქვეშ მდებარეობს ამფითეატრი, სადაც უამრავი ბერძნული და საერთაშორისო წარმოდგენები იმართება. ლიკაბეტოსის თეატრის სცენაზე უამრავი არტისტი გამოსულა, მათ შორის არიან: რეი ჩარლზი, ჯოან ბაეზი, ბი ბი კინგი, ჩაკ ბერი, ჯერი ლი ლეუისი, ჯეიმზ ბრაუნი, ბობ დილანი, პაკო დე ლუსია, ალ დი მეოლა, ჯონ მაკ ლაფლინი, გერი მური, პიტერ გებრიელი, Black Sabbath, ნიკ კეივი, ბიორკი, Dead Can Dance, Pet Shop Boys, Deep Purple, UB40, პლასიბო (ჯგუფი), მორისი (მუსიკოსი), Radiohead, მობი, Massive Attack, Faith No More, Faithless, უაიტსნეიკი, ტრეისი ჩეპმენი, Nightwish, Slipknot, პეტი სმიტი, ვანესა მეი, ბრაიან ფერი, ტიტო პუენტე, ბუენა ვისტას სოციალური კლუბი და სკორპიონსი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]