ლითიუმის ბრომიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლითიუმის ბრომიდი
ლითიუმის ბრომიდის კრისტალური სტრუქტურა
__ Li+     __ Br
ზოგადი
ქიმიური ფორმულაLiBr
მოლური მასა86.845(3) /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე3.464 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა552 °C
დუღილის ტემპერატურა1,265 °C

ლითიუმის ბრომიდი — ქიმიური ნივთიერება. შედგება ლითიუმისა და ბრომისგან. მისი ქიმიური ფორმულაა LiBr. მისი ექსტრემალური ჰიგიროსკოპიული თვისების გამო, გამოიყენება ჰაერის კონდიცირების გარკვეულ სისტემებში..[1]

წარმოება და თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლითიუმის ბრომიდი მიიღება ლითიუმის კარბონატზე ბრომწყალბადმჟავის მოქმედებით. მარილი წარმოქმნის რამდენიმე კრისტალურ ჰიდრატს, სხვა ტუტე მეტალის ბრომიდებისგან განსხვავებით.[2] ამ მარილის ანჰიდრიტი ქმნის კუბურ კრისტალებს, რომლებიც ჩვეულებრივი მარილის (ნატრიუმის ქლორიდი) მსგავსია.

ლითიუმის ჰიდროქსიდისა და ბრომწყალბადმჟავასგან (წყალბადის ბრომიდის წყალხსნარი) მიიღება ლითიუმის ბრომიდი:

LiOH + HBr → LiBr + H2O

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლითიუმის ბრომიდი გამოიყენება ჰაერის კონდიცირების სისტემებში, როგორც დესიკანტი (წყალწამრთმევი), მაცივრებში, ორგანულ სინთეზსა და ფარმაცევტიკაში.[1]

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლითიუმის მარილები ფსიქოაქტიურია და გარკვეულწილად კოროზიულიც. წყალში გახსნისას კი სწრაფად გამოყოფენ სითბოს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]