შინაარსზე გადასვლა

ლიზ ჩეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიზ ჩეინი

ელიზაბეთ ლინ ჩეინი[1] (დ. 28 ივლისი, 1966;[2] ინგლ. Elizabeth Lynne Cheney) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, შტატ უაიმონგის ერთადაერთი წარმომადგენელი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრი, იკავებს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს, რითიც რესპუბლიკელთა იერარქიაში მესამეა. ჩეინი არის მესამე ქალი დებორა პრაისის და კეტი მაკმორის როჯერსის შემდეგ, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს.[3][4]

ლიზ ჩეინი არის აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, რიჩარდ ბრიუს ჩეინის და ლინ ჩეინი შვილი. ჯორჯ უოკერ ბუშის პრეზიდენტობის დროს მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. პოლიტიკური აქტივობის დასაწყისიდანვე მხარს უჭერდა აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას, არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე კონცეტრირებული არაკომერციული ორგანიზაციის, „შევინარჩუნოთ უსაფრთხო ამერიკა“-ს თანადამფუძნებელი. 2014 წელს კენჭს იყრიდა აშშ-ის სენატში ვაიომინგის შტატიდან – პრაიმერში, ანუ შიდაპარტიულ არჩევნებში უპირისპირდებოდა მოქმედ სენატორ მაიკ ენცის, თუმცა მოგვიანებით საარჩევნო რბოლას ჩამოშორდა. 2016 წელს აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. უაიომინგს აქამდე პალატაში მამამისი, დიკ ჩეინი 1979-89 წლებში წარმოადგენდა.[5]

ლიზ ჩეინი ცნობილია აგრესიული პოზიციით საგარეო პოლიტიკაში.[6][7][8][9]

ლიზ ჩეინი დაიბადა შტატ უისკონსინის ქალაქ მედისონში, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინისა და ყოფილი მეორე ლედის, ლინ ჩეინის ოჯახში.[10] მისი დაბადებისას, მშობლები უისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მისი უმცროსი და მერი ჩეინიც მედისონში დაიბადა. ლიზ ჩეინი მეექვსე და მეშვიდე კლასში უაიომინგში იყო – მაშინ დიკ ჩეინი კონგრესში მოსახვედრად კამპანიას აწარმოებდა. დიკ ჩეინის არჩევის შემდეგ, ოჯახი ხან კასპერში (უაიომინგის შტატი), ხან დედაქალაქში – ვაშინგტონში იყო.[11] 1984 წელს ლიზ ჩეინიმ დაამთავრა მაკლინის სკოლა, ხოლო 1998 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი კოლორადოს კოლეჯში, სადაც თავის დროზე დედამისიც სწავლობდა. 1996 წელს მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში.[12]

ლიზ ჩეინი დაქორწინებულია ფილიპ პერიზე, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, იურიდიული კომპანიის პარტნიორია. ისინი 1993 წელს, უაიომინგში დაქორწინდნენ. ამჟამად ხუთი შვილი ჰყავთ.[13]

2002 წელს მუშაობა დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პოზიციაზე, რომელიც „The New York Times“-ის ინფორმაციით სპეციალურად მისთვის შეიქმნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, რიჩარდ ბაუჩერს განცხადებით, მას რეკომენდაცია კოლინ პაუელმა გაუწია.[14][15]

2003 წელს დატოვა სახელმწიფო დეპარტამენტი, რათა მონაწილეობა მიეღო ბუშის მეორე საპრეზიდენტო კამპანიაში. 2005 წელს კვლავ დაუბრუნდა სახელმწიფო დეპარტამენტს.

2008 წელს მუშაობდა ჯერ რესპუბლიკელი ფრედ ტომფსონის კამპანიაში, შემდეგ კი მიტ რომნის კამპანიაში.[16]

2012-13 წლებში მუშაობდა „Fox News“-ზე.[17]

2014 წელს სცადა სენატში არჩევა, თუმცა წარუმატებლად. 2016 წელს აირჩიეს უაიმონგის ერთადერთ წარმომადგენლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. 2018 წელს ხელმეორედ აირჩიეს, იმავე წელს გახდა რესპუბლიკელთა ფრაქციის თავმჯდომარე, დაიკავა უმცირესობის ლიდერის კევინ მაკ-კარტისა და უმცირესობის პარტიული ორგანიზატორის სტივ სკალიზის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cheney makes first visit to World Trade Center site. The New York Times (October 19, 2001). ციტირების თარიღი: December 31, 2013.
  2. (2010) „Cheney, Liz“, Current Biography Yearbook 2010. Ipswich, MA: H. W. Wilson, გვ. 103–107. ISBN 9780824211134. 
  3. Republican Conference Chairmen | US House of Representatives: History, Art & Archives en. ციტირების თარიღი: 7 January 2019.
  4. Taylor, Jessica. A Guide To Who's Who In House Leadership For The 116th Congress (6 January 2019). ციტირების თარიღი: 7 January 2019.
  5. Rahman, Rema. „Liz Cheney Wins Wyoming House Seat“. Roll Call. ციტირების თარიღი: November 9, 2016.
  6. Ferris, Sarah. Liz Cheney rises amid GOP rubble en. ციტირების თარიღი: 2019-06-02
  7. „Liz Cheney confronts a dilemma and the GOP wonders: How high can she go?“. The Washington Post. 2019.
  8. Martin, Jonathan (2015-06-01). „Dick Cheney and Daughter Push Hawkish Stances for G.O.P. Hopefuls“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-06-02.
  9. Washington, Josh Glancy (2019-02-03). „Like father, like daughter: Liz Cheney soars as Republican hawk“. The Sunday Times (ინგლისური). ISSN 0956-1382. ციტირების თარიღი: 2019-06-02.
  10. Mead Gruver; Ben Neary (July 16, 2013). „Liz Cheney: Time for 'new generation' in US Senate“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 21, 2013. ციტირების თარიღი: September 5, 2013.
  11. Cheney balks at carpetbagger talk. Casper Star-Tribune (July 17, 2013). ციტირების თარიღი: December 31, 2013.
  12. Kantrowitz, Barbara; Peterson, Holly (October 15, 2007). „What I Learned“. Newsweek. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 12, 2021. ციტირების თარიღი: თებერვალი 9, 2020.
  13. Sullivan, Sean (January 6, 2014). „Liz Cheney to end Wyoming Senate bid, citing family health issues“. The Washington Post. ციტირების თარიღი: April 21, 2015.
  14. State Department Post for Cheney Daughter (March 2, 2002).
  15. Dana Milbank, "In Appointments, Administration Leaves No Family Behind," The Washington Post, March 12, 2002.
  16. Press Releases | Mitt Romney for President. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 15, 2012. ციტირების თარიღი: May 6, 2012.
  17. Bill O'Reilly. (October 1, 2006) WELCOME! Liz Cheney Joins Fox News as Contributor. Nation.foxnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 7, 2017. ციტირების თარიღი: December 31, 2013.