ლიზერგინული მჟავა
იერსახე
| ლიზერგინული მჟავა | |
| ზოგადი | |
|---|---|
| სისტემური სახელწოდება | 7-მეთილ-4,6,6a,7,8,9-ჰექსაჰიდროინდოლი[4,3-fg]ქუინოლინი-9-კარბოქსილ მჟავა |
| ტრადიციული სახელწოდება | 6-მეთილ-9,10-დიდეჰიდროერგოლინი-8-კარბოქსილ მჟავა |
| ქიმიური ფორმულა | |
| მოლური მასა | 268.316 გ/მოლი |
| თერმული თვისებები | |
| დნობის ტემპერატურა | 238-240 °C |
| ქიმიური თვისებები | |
| pKa | pKa1 = 7.80, pKa2 = 3.30 [1] |
| კლასიფიკაცია | |
| CAS | 82-58-6 |
ლიზერგინული მჟავა — ორგანული ნივთიერება ფორმულით . ასევე ცნობილი როგორც D-ლიზერგინული მჟავა ან (+)-ლიზერგინული მჟავა. ლიზერგინული მჟავის ამიდი ანუ ლიზერგამიდი ან ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი, შემოკლებით ლსდ, არის ჰალუცინოგენი ნარკოტიკი. ლიზერგინული მჟავა არის ქირალური ნაერთი, გააჩნია ორი სტერეოცენტრი, ამიტომაც აქვს ოთხი სტერეოიზომერი, ესენია:
- ლიზერგინული მჟავა.
- იზოლიზერგინული მჟავა.
- L-ლიზერგინული მჟავა.
- L-იზოლიზერგინული მჟავა.
ლიზერგინული მჟავა ⇌ იზოლიზერგინული მჟავა და L-ლიზერგინული მჟავა ⇌ L-იზოლიზერგინული მჟავა — ეს ორ-ორი იზომერი წარმოადგენენ ერთმანეთის ტაუტომერებს (ანუ ერთმანეთში გადადიან).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Brown, H. C. (1955). Determination of Organic Structures by Physical Methods. New York, NY: Academic Press.