ლივლივი
იერსახე

ლივლივი — ოკეანის ან ზღვის ზედაპირის თავისუფალი რხევა უქარო ამინდში. წარმოადგენს თავისუფალ გრავიტაციულ ტალღებს. წარმოიქმნება ქარისმიერი ზღვის ტალღების გარდაქმნის შედეგად ქარის ზემოქმედების რაიონიდან გამოსვლის შემდეგ. ლივლივის ტალღა გრძელი და დამრეცია, სიმაღლე — 10-15 მ, სიგრძე — 300-400 მ, პერიოდი 17-20 წმ. ვრცელდება რამდენიმე ათას მილზე. ზომისა და ფორმის მიხედვით, ლივლივის ტალღები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: წყლის ნაწილაკები მათში გადაადგილდება წრიული ორბიტის სისწორით.[1] სრული უქარობისას ლივლივს „მკვდარი“ ეწოდება.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლივლივი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 226.
- ↑ ლივლივი — საზღვაო ლექსიკონი