ლივერის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლივერის სახლი პარკ ავენიუზე

ლივერის სახლი (ინგლ. Lever House) — სანიმუშო საერთაშორისო სტილის ცათამბჯენი 390 პარკ ავენიუზე, ნიუ-იორკი. გორდონ ბანშაფტის პროექტი კომპანიიდან „Skidmore, Owings and Merrill“ ნიუ-იორკში ფარდისებური ფასადის პირველი ნიმუშია და საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც სახელმძღვანელო ნაგებობა. შენობას იმ დროისთვის ინოვაციური ეზო და საზოგადოებრივი სივრცე აქვს. პარკ ავენიუს გარშემო შემდგომში აგებულმა კორპორაციულმა შტაბ-ბინებმა ლივერის სახლის სტილი გაიმეორეს, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება მას სიკოხტავითა და ინოვაციური დიზაინით. მის ვან დერ როეს სიგრამ ბილდინგი პარკ ავენიუს მოპირდაპირე მხარეს ხარისხით ლივერს უახლოვდება, თუმცა ყველა დანარჩენი მეზობელი ცათამბჯენი მასთან შედარებით შესამჩნევად მდარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dupré, Judith. Skyscrapers – A History of the World's Most Extraordinary Buildings. Black Dog & Leventhal Publishers, New York 1996, ISBN 1-57912-787-8
  • Stichweh, Dirk. New York Skyscrapers. Prestel Publishing, Munich 2009, ISBN 3-7913-4054-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]