ლიდის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიდის ციხესიმაგრე

ლიდის ციხესიმაგრე (ბელარ. Лідскі замак) — ციხესიმაგრე ბელარუსის ქალაქ ლიდაში. აგებულია XIV საუკუნის 30-იან წლებში მთავარ გედიმინასის დაკვეთით. აგებულია ნატეხი ქვითა და აგურით, აქვს არასწორი მართკუთხედის ფორმა. ყველაზე დიდია ჩრდილოეთის კედელი, მისი სიგრძეა 93,5 მეტრი. ყველაზე მცირეა სამხრეთის კედელი, მისი სიგრძეა 80 მ. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლების სიგრძეა შესაბამისად 84 და 83,5 მეტრი.

1384 წელს აიღეს ჯვაროსნებმა. 1392 წელს მთავარმა ვიტოვტმა აიღო. 1891 წელს დაიწვა ქალაქი ლიდა მთელი მისი ცენტრი.

1953 წლიდან იცავს სახელმწიფო. ყოველწლიურად ციხესიმაგრეში იმართება შუა საუკუნეების რაინდების ფესტივალი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]