ლიბიის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიბიის უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის ლოგო
დაფუძნდა 1955-1973

ლიბიის უნივერსიტეტი (არაბ. الجامعة الليبية)[1] — უნივერსიტეტი ლიბიაში, ქალაქებს ტრიპოლსა და ბენღაზიში. დაარსდა 1955 წელს. ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ლიბიის მთავრობამ 1950-იან წლებში გადაწყვიტა შეექმნა უნივერსიტეტი. ამისათვის, სპეციალურად ეგვიპტეში გამალ აბდელ ნასერთან გაიგზავნა დელეგაცია, თხოვნით, მიეღოთ საჭირო დაფინანსება. მეფის დადგენილების შესაბამისად, 1955 წლის 15 დეკემბერს დაფუძნდა უნივერსიტეტი. 1973 წელს ლიბიის უნივერსიტეტი გაუქმდა და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა 2 ახალი უნივერსიტეტი: ბენღაზის უნივერსიტეტი (ბენღაზი) და ტრიპოლის უნივერსიტეტი (ტრიპოლი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. University of Libya was the formal translation of Al Jame'a Al Libiya to English. However, its more accurate to translate it The Libyan University since Al Libiya is an adjective for Al Jame'a.