ლიბიის პირველი სამოქალაქო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლიბიის სამოქალაქო ომი.
ლიბიის სამოქალაქო ომი
არაბული გაზაფხული ნაწილი
თარიღი 2011 წლის 17 თებერვალი - 23 ოქტომბერი
მდებარეობა ლიბია
შედეგი მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობა
მხარეები
ლიბიის დროშა ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო

კატარის დროშა კატარი[4][5][6][7]


გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს 1973 წლის რეზოლუციის მხარდამჭერი გაერთიანებული ერების წევრი ქვეყნები:


თანმდევი სასაზღვრო კონფლიქტი:
ტუნისის დროშა ტუნისი (ვაზინის ბრძოლა)

ლიბიის არაბული ჯამახირია
მეთაურები
ლიბიის დროშა მუსტაფა აბდ-ალ-ჯალილი
(ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი)[14]

ლიბიის დროშა აბდელ ხაფიზ გოგა
(ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე)
ლიბიის დროშა მახმუდ ჯიბრილი
(ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი)
კატარის დროშა ხამად ბინ ხალიფა ალ ტანი
კატარის დროშა კატარის შეიარაღებული ძალები


ნატო-ს დროშა ანდერს ფოგ რასმუსენი
(ნატოს გენერალური მდივანი)


იორდანიის დროშა აბდულა II
(იორდანიის მეფე)
შვედეთის დროშა სვერკენ გორანსონი
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა ხალიფა იბნ ზაიდ ალ-ჰახაიან
(არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი)

მუამარ კადაფი

მუამარ კადაფის ვაჟები
სამხედრო ლიდერები

ძალები
17,000 აჯანყებულები და მოხალისე[15]

200,000 მოხალისე ომის დასასრულისთვის
(NTC estimate)[16]


საერთაშორისო ძალები: მრავალრიცხოვანი საჰაერო და საზღვაო ძალები

20,000[17]–40,000[18] ჯარისკაცი და მილიციელი
დანაკარგები
5,849-7,241 მოკლული ოპოზიციონერი, 2,716–2,835 დაკარგული

გაერთიანებული სამეფოს დროშა 1 იტალიაში მომხდარი საჰაერო შემთხვევის შედეგად დაღუპული მფრინავი [19]
ნიდერლანდების დროშა 3 დატყვევებილი ნიდერლანდელი მეზღვაური (მოგვიანებით გაათავისუფლეს)[20]

3,309–4,227 მოკლული,
7,000 დატყვევებული[21]
ლიბიის პირველი სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

ლიბიის სამოქალაქო ომი — შეიარაღებული კონფლიქტი ჩრდილო-აფრიკულ სახელმწიფო ლიბიაში, მუამარ კადაფის მომხრეებსა და ანტისამთავრობო ძალებს შორის.

2011 წლის 15 თებერვალს დაიწყო მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები. პროტესტანტები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც 1969 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ასევე მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბაღდადი მაჰმუდის დაუყოვნებლივ გადადგომას.

სამოქალაქო ომი საბოლოოდ მუამარ კადაფის მკვლელობითა და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

ქრონიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 თებერვალს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიში. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციასთან და მთავრობის მომხრეებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, ადგილობრივი უფლებადამცველის დაპატიმრებას მოჰყვა.[22]

17 თებერვალს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა ტრიპოლიში, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ინტერნეტით გავრცელებული მოწოდებებისთვის დედაქალაქში ანტი-სამთავრობი, „მრისხანების დღის“ აქციის ჩატარების თაობაზე - რომელიც ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარი ამბოხებებით არის შთაგონებული.[23]

18 თებერვალს მღელვარების მონაწილეებმა დაიკავეს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ელ-ბაიდა.[24]

20 თებერვალს ქალაქ ბენღაზიში, შეტაკებების დროს დაღუპული ადამიანების სამგლოვიარო პროცესიის დროს ქვეყნის უშიშროების ძალებმა პროცესიის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა.[25]

21 თებერვალი – ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის შვილმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ განაცხადა, რომ ლიბია სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას. ხელისუფლება უკანასკნელ ტყვიამდე დაიცავს თავს და თუ მოვლენები ქუჩებში არ დასრულდება, ლიბიას ათასობით დაღუპულის დატირება მოუწევსო.[26] როგორც საინფორმაციო საგენტოები იუწყებიან დედაქალაქ ტრიპოლიში 160 ადამიანია დაღუპული.[27]

22 თებერვალი – ლიბიის ხელისუფლებამ დედაქალაქ ტრიპოლისა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საჰაერო შეტევა განახორციელა დემონსტრანტებზე. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ასობით ადამიანი.[28] ამავე დღეს ლიბიის ორი ავიაგამანადგურებელი გაუფრთხილებლად მალტის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა, მისი პილოტები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.[29]

23 თებერვალი – ლიბიის აღმოსავლეთს ოპოზიცია აკონტროლებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდელ ფატაჰ იუნის ალ-აბიდი, გადადგა და ჯარსა და პოლიციას მოუწოდა აჯანყებულთა მხარეს გადასულიყო.[30]

24 თებერვალიმუამარ კადაფის მომხრე არმიის ნაწილებმა იერიში მიიტანეს ანტისამთავრობო შეიარაღებულ რაზმებზე ქალაქ მისრათაში, ელ-ზავიაში. კადაფი თავს აფარებს ტრიპოლის.[31]

27 თებერვალი – ანტისამთავრობო გმოსვლების ფონზე ლიბიაში, ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის დაპირისპირებულმა მხარეებმა ალტერნატიული მთავრობა შექმნეს, რომელსაც იუსტიციის ექს-მინისტრი მუსტაფა აბდელ-ჯალილი უხელმძღვანელებს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია მესაზღვრების მიერ პოსტების მიტოვებისა და დემონსტრანტებთან შეერთების შესახებ.[32]

29 აგვისტოს - აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი ღადამესი. კდაფის ოჯახის წევრები ალჟირში გაიქცნენ.

22 სექტემბერი - ეროვნულ განმათავისუფლებელმა საბჭომ აიღო საბჰა და იქ ქიმიური იარაღის დიდი საწყობის აღმოჩენის შესახებ გამოაცხადა.[33]

ოქტომბრის შუა რიცხვებში აჯანყებულები აკონტროლებდნენ სურთის უმეეს ნაწილს და მიდიოდა ქალაქის ცენტრისთვის ბრძოლა სადაც კადაფის მოხრეთა დდი ძალები იყო გამაგრებული.[34] 20 ოქტომბერს აჯანყებულები მთლიან ქალაქს აკონტროლებდნენ და გამოაცხადეს რომ კადაფი მოკლეს.[35][36]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Crawford, Alex (2012). Colonel Gaddafi's Hat. London: Collins. ISBN 978-0-00-746730-3. 
  • Hilsum, Lindsey (2012). Sandstorm: Libya in the Time of Revolution. London: Faber and Faber. 
  • Morayef, Heba (2009). Truth and Justice Can't Wait – Human Rights Developments in Libya Amid Institutional Obstacles. New York: Human Rights Watch. ISBN 978-1-56432-563-1. 
  • Roberts, Hugh (17 November 2011). „Who said Gaddafi had to go?“. London Review of Books. 33 (22): 8–18. ციტირების თარიღი: 14 November 2011.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • St. John, Ronald Bruce (2011). Libya – Continuity and Change. New York: Routledge. ISBN 978-0-415-77977-7. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dagher, Sam (21 June 2011). „Libya City Torn by Tribal Feud“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
  2. 2.0 2.1 Von Rohr, Mathieu (26 July 2011). „Tribal Rivalries Complicate Libyan War“. Der Spiegel. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
  3. „Libya Live Blog – 5 March“. Al Jazeera. 5 March 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
  4. „NTC asks NATO to extend Libya presence“. Al Jazeera. 26 October 2011. ციტირების თარიღი: 26 October 2011.
  5. „Libya's Mustafa Abdul Jalil asks Nato to stay longer“. BBC. 26 October 2011. ციტირების თარიღი: 4 November 2011.
  6. Black, Ian (26 October 2011). „Qatar admits sending hundreds of troops to support Libya rebels“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 20 November 2011.
  7. Malbrunot, George (6 November 2011). „5 000 Forces spéciales du Qatar avaient été déployées en Libye“ [5000 Qatar's Special Forces were deployed in Libya]. Le Figaro (French). ციტირების თარიღი: 20 November 2011.
  8. „Last Libyan Mission for Norway's F16S To Fly Tomorrow“. Agenzia Giornalistica Italia. 29 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 11 August 2011.
  9. „Jordanian Fighters Protecting Aid Mission“. The Jordan Times. 6 April 2011. ციტირების თარიღი: 6 April 2011.
  10. „UAE Updates Support to UN Resolution 1973“. Emirates News Agency. 25 March 2011. ციტირების თარიღი: 26 March 2011.
  11. „Libya's Tribal Politics Key to Gaddafi's Fate“. Stabroek News. London. Reuters. 23 February 2011. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
  12. „Is Libya's Gaddafi Turning to Foreign Mercenaries?“. Reuters Africa. Reuters. 24 February 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 6 June 2011.
  13. „Mali fears as Tuaregs return from Libya“. News24. Cape Town, South Africa. 16 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 5 November 2011.
  14. „Middle East Unrest – Live Blog“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 6 June 2011.
  15. Feature Report - Long summer of civil war in Libya. Defence News. ციტირების თარიღი: 28 October 2011.
  16. http://www.bbc.co.uk/news/world-middle-east-17841672}%7Cagency[მკვდარი ბმული] BBC|date 25 April 2012| retrieved 3 May 2012
  17. „Gadhafi Asks Obama To Call Off NATO Military Campaign“. CTV News. 6 April 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 14 August 2011.
  18. „Libya: How the Opposing Sides Are Armed“. BBC News. 10 March 2011. ციტირების თარიღი: 14 August 2011.
  19. „RAF Wittering man dies in Italy road traffic accident“. BBC. 21 July 2011. ციტირების თარიღი: 14 February 2012.
  20. „Three Dutch Marines Captured During Rescue in Libya“. BBC News. 3 March 2011. ციტირების თარიღი: 14 August 2011.
  21. Sheridan, Mary Beth (22 October 2011). „Prisoners in Libya languish without charge“. Washington Post. Misrata. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 January 2012.
  22. ლიბიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
  23. ლიბიაში პოლიტიკური მღელვარებაა
  24. Участники социальных протестов в Ливии захватили город Эль-Байда; число жертв беспорядков достигло 24 человек[მკვდარი ბმული]
  25. ლიბიაში სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნეს
  26. საიფ კადაფი: ლიბია სამოქალაქო ომის წინაშე დგას
  27. ტრიპოლიში 160 ადამიანია დაღუპული
  28. ტრიპოლიში განხორციელებულ საჰაერი შეტევას ასობით დემონსტრანტი ემსხვერპლა
  29. ორი ლიბიური სამხედრო-საჰაერო გამანადგურებელი მალტის აეროპორტში დაეშვა
  30. ლიბიის აღმოსავლეთი ოპოზიციის ხელშია
  31. კადაფის ერთგულმა ჯარმა იერიში მიიტანა ანტისამთავრობო შეიარაღებულ რაზმებზე
  32. ლიბიაში ალტერნატიული მთავრობა შეიქმნა
  33. Ian Black (22 September 2011). „Libyan rebels discover Gaddafi's chemical weapons“. Guardian. Tripoli. ციტირების თარიღი: 28 October 2011.
  34. http://www.channel4.com/news/ferocious-fighting-in-sirte-as-ntc-tightens-grip Channel 4 News. Retrieved 2011-10-08.
  35. „Libya forces capture Sirte“. Reuters Africa. Reuters. 20 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 20 October 2011.
  36. „Muammar Gaddafi killed in Libya“. BBC. 20 October 2011. ციტირების თარიღი: 20 October 2011.