შინაარსზე გადასვლა

ლიბიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიბია წარმოადგენს აფრიკის კონტინენტზე სიდიდით მეოთხე ქვეყანას, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მეჩვიდმეტეს. მისი სანაპირო ზოლი გაჭიმულია ტუნისიდან ეგვიპტემდე. მის ტერიტორიაზე 1960 წელს აღმოაჩინეს ნავთობის საკმაოდ დიდი მარაგები. ამის გარდა მას უკავია სტრატეგიული მდებარეობა ჩრდილოეთ აფრიკის ცენტრალურ ნაწილში.

ძირითადი მაჩვენებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მტვრის ქარიშხალი ტრიპოლიტანიაში. ქვეყნის 90% წარმოადგენს უდაბნოს

ფართობი:
მთლიანად: 1 759 540 კმ²
მიწა: 1 759 540 კმ²
წყალი: 0 კმ²

ფართობი შედარებით: ლიბია აფრიკის სიდიდით მეოთხე ქვეყანაა, ის დიდ ბრიტანეთზე შვიდჯერ მეტია და ალასკაზე ოდნავ დიდი.

საზღვრები:
მთლიანად: 4 383 კმ
საზღვრები ქვეყნებთან: ალჟირთან 982 კმ, ჩადისთან 1 055 კმ, ეგვიპტესთან 1 150 კმ, ნიგერთან 354 კმ, სუდანთნ 383 კმ, ტუნისთან 459 კმ

ზღვის სანაპირო: 1 770 კმ

სიმაღლეები:
ყველაზე დაბალი წერტილი: საბხატ-გუზაილი -47 მ
უმაღლესი წერტილი: ბეთე 2 267 მ

ნატურალური რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, თაბაშირი

მორწყვადი მიწა: 4 700 კმ² (1993 წლის მიხედვით.)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]