შინაარსზე გადასვლა

ლიბერუმ ვეტო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„თავისუფალი ვეტო“ (ლათ. Liberum veto) — რეჩ პოსპოლიტაში პარლამენტური წყობის პრინციპი, რომელიც აძლევდა პოლონეთის სეიმის ყოველ დეპუტატს შეეწყვიტა საკითხის განხილვა სეიმში ან სეიმის მუშაობა საერთოდ, წინააღმდეგ გამოსვლით.

ამ პრინციპის წყარო გახდა სეიმში საკითხის ერთხმით მიღების ტრადიცია, სადაც ყოველი შლიახტელი წარმოადგენდა თავის ოლქს, არჩეული იყო ადგილობრივი სეიმიკის მიერ და მის წინაშე იყო ანგარიშვალდებული სეიმის ყველა გადაწყეტილებაზე, ასევე ფედერაციული ხასიათის პოლონურ-ლიტვური სახელმწიფოს საკითხები. უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, უმცირესობის სურვილის წინააღმდეგ (თუ კი ეს იყო ერთი სეიმიკიც კი) ითვლებოდა პოლიტიკური თანატოლობის პრინციპის დარღვევად. ამას გარდა, ამ პრინციპის დასაბუთებისათვის მიმართავდნენ კანონს Nihil novi (ეგრეთ წოდებული როდომის კონსტიტუცია), რომელიც უკრძალავდა მეფეს მიეღოთ ახალი კანონი შლიახტის თანხმობის გარეშე.

ჩვეულებრივ ითვლება, რომ პირველად ამ უფლებით ისარგებლა და შეწყვიტა სეიმის მუშაობა ტრაკაის წარმომადგენელმა ვლადისლავ სიცინსკიმ 1652 წ. მაგრამ ეს აზრი სინამდვილეში მცდარია, მან მხოლოდ ვეტო დაადო დებატებს სეიმში. მხოლოდ 1669 წელს კრაკოვში სეიმის მუშაობა ვადაზე ადრე იქნა გაჩერებული liberum veto-ს საფუძველზე, რომელიც დაადო კიევის წარმომადგენელმა ადამ ოლიზარმა.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ეს პრაქტიკა ჩვეულებრი მოვლენა გახდა სეიმის მუშაობისათვის. რეჩ პოსპოლიტის მეზობლებმა: რუსეთმა და პრუსიამ ჩათვალა ეს ხელსაყრელ ინსტრუმენტად პოლონეთის დასასუსტებლად.

1764 წლის შემდეგ liberum veto პრაქტიკულად არ გამოუყენებიათ: ერთსულოვნების პრინციპი არ უშლიდა ხელს კონფედერეციულ სეიმების მუშაობას. სესიის დაწყებამდე დეპუტატებმა შექმნეს „კონფედერაცია“ (პოლ. konfederacja), რათა აერიდებინათ სეიმის მუშაობის გაჩერება liberum veto შესაბამისად.

Liberum veto გაუქმებული იქნა 1791 წლის 3 მაისს; კონსტიტუცია (მიღებული კონფედერაციული ოთხწლიანი სეიმის მიერ) ამყარებდა უმრავლესობის პრინციპს.

იმ კონსტიტუციის მიღწევა იყო ის რომ - ის იყო პირველი თანამედროვე კოდიფიცირებული კონსტიტუცია ევროპაში — ანულირებული იქნა მეორე, კონფედერატიული სეიმით, რომელიც შეიკრიბა გროდნოში 1793 წელს. ამ სეიმმა, რუსეთისა და პრუსიის ზეწოლით, მოახდინა რეჩ პოსპოლიტის მეორე გაყოფის რატიფიცირება.

  • Davies, Norman. God's Playground: The origins to 1795 (2005).
  • Grzegorz Ekiert, "Veto, Liberum", in Seymour Martin Lipset, ed. ‘'The Encyclopedia of Democracy'’ (1998) 4:1340-41
  • Heinberg, John Gilbert. "History of the majority principle." The American Political Science Review (1926) 20#1 pp: 52–68. in JSTOR
  • Kordel, Jacek. "The struggle for the majority rule in the Polish-Lithuanian sejm of the eighteenth century.". In: Parliamentarism in Northern and East-Central Europe in the Long Eighteenth Century. Volume II: Practices of Representation, ed. by István M. Szijártó, Wim Blockmans, László Kontler, London/New York:Routledge 2025, pp: 187–219.
  • Lukowski, Jerzy. "Political Ideas among the Polish Nobility in the Eighteenth Century (to 1788)." The Slavonic and East European Review (2004): 1–26. in JSTOR
  • Roháč, Dalibor. "The unanimity rule and religious fractionalisation in the Polish-Lithuanian Republic." Constitutional Political Economy (2008) 19#2 pp: 111–128.
  • Roháč, Dalibor. "'It Is by Unrule That Poland Stands': Institutions and Political Thought in the Polish-Lithuanian Republic." The Independent Institute 13.2 (2008): 209–224. online