ლიბერიის ადმინისტრაციული დაყოფა
Jump to navigation
Jump to search
ლიბერია ადმინისტრაციულად იყოფა 15 საგრაფოდ, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 68 რაიონად, ხოლო რაიონები კლანებად.
1847 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლიბერია იყოფოდა ხუთ საგრაფოდ: გრანდ-კეიპ-მაუნტი, მონტსერადო, გრანდ-ბასა, სინო და მერილენდი. 1964 წელს პრეზიდენტმა უილიამ ტაბმენმა ჩამოაყალიბა შემდეგი საგრაფოები: გრანდ-ჯედე, ნიმბა, ბონგი და ლოფა.
1984 წელს სამუელ დოუმ შექმნა გრანდ-კრუს და ბომის საგრაფოები, ხოლო 1985 წელს მარგიბი და რივერ-სესი. უკანასკნელი ორი საგრაფო რივერ-გი (2000 წ.) და გბარპოლუ (2001 წ.) შეიქმნა პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორის მიერ.
№ რუკაზე |
საგრაფო | საგრაფო (ინგლ.) |
ადმ. ცენტი | ადმ. ცენტრი (ინგლ.) |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა ად. (2008 წ.) |
სიმჭიდროვე, კაცი/კმ² |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ![]() |
Bomi | ტაბმენბერგი | Tubmanburg | 1 942 | 82 036 | 42,24 |
2 | ![]() |
Bong | გბარნგა | Gbarnga | 8 769 | 328 919 | 37,51 |
3 | ![]() |
Gbarpolu | ბოპოლუ | Bopulu | 9 685 | 83 758 | 8,65 |
4 | ![]() |
Grand Bassa | ბიუკენენი | Buchananus | 7 932 | 224 839 | 28,35 |
5 | ![]() |
Grand Cape Mount | რობერტსპორტი | Robertsport | 5 160 | 129 055 | 25,01 |
6 | ![]() |
Grand Gedeh | ზვედრუ | Zwedru | 10 480 | 126 146 | 12,04 |
7 | ![]() |
Grand Kru | ბარკლივილი | Barclayville | 3 894 | 57 106 | 14,67 |
8 | ![]() |
Lofa | ვოინჯამა | Voinjama | 9 978 | 270 114 | 27,07 |
9 | ![]() |
Margibi | კაკატა | Kakata | 2 615 | 199 689 | 76,36 |
10 | ![]() |
Maryland | ჰარპერი | Harper | 2 296 | 136 404 | 59,41 |
11 | ![]() |
Montserrado | ბენსონვილი | Bensonville | 1 908 | 1 144 806 | 600,00 |
12 | ![]() |
Nimba | სანიკველიე | Sanniquellie | 11 546 | 468 088 | 40,54 |
13 | ![]() |
River Cess | რივერ-სესი | River Cess | 5 594 | 65 862 | 11,78 |
14 | ![]() |
River Gee | ფიშტაუნი | Fish Town | 5 110 | 67 318 | 13,17 |
15 | ![]() |
Sinoe | გრინვილი | Greenville | 10 133 | 104 932 | 10,36 |
სულ | 97 042 | 3 489 072 | 35,95 |
- *გბარპოლუს საგრაფო გამოეყო ლოფის საგრაფოს 2001 წელს.
- ** რივერ-გის საგრაფო გამოეყო გრანდ-ჯიდეს საგრაფოს 2000 წელს.