ლიბერი
იერსახე
| ლიბერი | |
|---|---|
| მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია |
| სხვა კულტურებში: | დიონისე, Fufluns, Bacchus და Shadrafa |
| სქესი: | მამრობითი |
| გავლენის სფერო: | სპერმა, ღვინო, მეღვინეობა, ნაყოფიერება, თავისუფლება, მევენახეობა, პლებეები, სიტყვის თავისუფლება და სოფლის მეურნეობა |
| დედა: | ცერერა და სემელე |
| მეუღლე: | ლიბერა, პროზერპინა და არიადნე |
| გამოსახულებები | |
ლიბერი (ლათ. Liber < liber — „თავისუფალი“, liberi — „ბავშვები“) — რომაელთა დიონისე, ბახუსი, ღვინის ღმერთი. ლიბერ და ლიბერა — პირდაპირი თარგმანია ბერძნული სიტყვებისა „კოროს“ და „კორა“ — ბიჭი და გოგო: ასე ეძახდნენ ბერძნები დიონისეს და პერსეფონეს. თავისუფალი, თავაშვებული ხასიათისა იყო რომშიაც დიონისე-ბახუსის დღესასწაულები — ლიბერალიები. ამრიგად, სიტყვიერი მნიშვნელობაც და შინაარსიც ერთგვარია. ლიბერის — დიონისეს („ბიჭის“) პარალელურად დგას ლიბერა — პერსეფონე („გოგონა“). ლიბერალებიც ამ ორეულთა და აგრეთვე ცერერას (დემეტრას) დღესასწაულია. ლიბერს რომაელები პოეტურ მეტყველებაში ღვინოსაც ეძახდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983. — გვ. 280.