ლიბანის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი გლდანის რაიონი
უბანი ავჭალა
წინა სახელები ვახტანგ გორგასლის ქუჩა, უწერის II შესახვევი (ნაწილი), ჭრებალოს I შესახვევი (ნაწილი)

ლიბანის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს გლდანის რაიონში (ავჭალა). დავით სარაჯიშვილის ქუჩიდან უწერის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე ერქვა ვახტანგ გორგასლის სახელი. 70-იან წლებში ლიბანის ქუჩა ეწოდა. ადრე გრძელდებოდა ყოფ. ჭრებალოს I შესახვევამდე.[1] 2023 წელს უწერის II შესახვევისა და ჭრებალოს I შესახვევის ხარჯზე გაგრძელდა უწერის ქუჩამდე.[2] აქვს ერთი შესახვევი და ერთი ჩიხი. სახელი ეწოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიბანის მიხედვით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 105, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ჭრებალოს I შესახვევისთვის და უწერის II შესახვევისთვის ლიბანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (21 თებერვალი, 2023). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2024