ლიბანის კონსტიტუცია
ლიბანის კონსტიტუცია — მიიღეს 1926 წლის 23 მაისს. კონსტიტუციის პროექტი საფრანგეთის მანდატის დროს შემუშავდა, და მმართველობის მოდელი კონფესიონალიზმს დაეფუძნა, რათა ლიბანის რელიგიური თემების ინტერესები გაეთვალისწინებინათ.[1]
კონსტიტუცია ლიბანის გამოჩენილმა მოღვაწეებმა შეიმუშვეს საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის შთაგონებით. კონსტიტუციაში დაცულია თავისუფლების, თანასწორობისა და რელიგიური თავისუფლების პრინციპები. კონსტიტუცია აყალიბებს სისტემას, რომელშიც პოლიტიკური წარმომადგენლობა და ძალაუფლება რელიგიური კუთვნილების მიხედვითაა განაწილებული. აღნიშნული დანაწილება მოიცავს საკანონმდებლო ადგილების თანაბრად განაწილებას ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის და მათი სექტებისთვის ადგილების პროპორციულად გამოყოფას.[1]
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რაც გამოიხატა 1943 წლის ეროვნული პაქტითა და შემდგომ გადამუშვებული 1989 წლის ტაიფის შეთანხმებით, რომელიც ლიბანის 15 წლიანი სამოქალალაქო ომის დასრულებას ისახავდა მიზნად.[1]
მუხლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიბანის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით, ოფიციალური სახელმწიფო ენა არის არაბული ენა. კანონით გათვალისწინებულია შემთხვევები, როცა ფრანგული ენა შეიძლება იქნეს გამოყენებული.
იმისთვის, რომ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის თანასწორობა იქნეს მიღწეული, კონსტიტუციის 24-ე მუხლი თანამდებობების განაწილების საფუძვლად კონფესიონალიზმს ასახელებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- THE LEBANESE CONSTITUTION. Lebanese Parliament.
- 1930 French version of the Constitution of Lebanon in: Giannini, A. (1931). Le costituzioni degli stati del vicino oriente (fr). Istituto per l’Oriente.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Najem, Tom Pierre; Amore, Roy C. (2021) Historical dictionary of Lebanon, 2nd, Historical dictionaries of Asia, Oceania, and the Middle East, Lanham (Md.): Rowman & Littlefield, გვ. 88–89. ISBN 978-1-5381-2043-9.