ლია მიქაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლია მიქაძე
დაბადების სახელი ლია მიქაძე
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1936
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ტელეწამყვანი
აქტიური 1956-დღემდე

ლია მიქაძე (დ. 3 მაისი, 1936, თბილისი) — საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში, 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა. 1956 წელს, როდესაც საქართველოს პირველი ტელეხედვის მოწყობა დაიგეგმა, დიქტორების (წამყვანების) ძებნა დაიწყეს, მიხეილ თუმანიშვილმა პირველკურსელ ლია მიქაძეს ურჩია მონაწილეობა მიეღო კონკურში,[1] ლია მიქაძის სილამაზე, მეტყველება და ხმის ტემბრი მოიწონა კომისიამ ამიტომ ის ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად დიქტორად დანიშნეს, 1956 წლის 30 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პირველი ტელევიზია ჩაეშვა, ცისფერ ეკრანიდან მაყურებელმა პირველი ლია მიქაძე დაინახა. ლია მიქაძემ საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა, მანამ სანამ 2004 წელს, ჯულიეტა ვაშაყმაძესთან და სხვა მრავალ დიქტორთან ერთად, თანამდებობიდან არ გაანთავისუფლეს.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოგნიაშვილი, თეონა. „მიშა თუმანიშვილმა კონკურსზე ჩემი ფოტოები ისე გააგზავნა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი“. Sputnik Georgian. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს ვარსკვლავს გაუხსნიან“. reportiori.ge. 5 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)