ლიახმაერის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიახმაერის სახლი
რუს. Дом Ляхмаер
მდებარეობა დონის როსტოვი
გახსნის თარიღი XIX საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ლიახმაერის სახლი (რუს. Дом Ляхмаер) — შენობა დონის როსტოვში[1]. მდებარეობს ულიანოვსკის ქუჩაზე. შენობა აგებულია XIX საუკუნეში. როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 დადგენილების მიხედვით ლიახმაერის სახლს მიენიჭა რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2016 წლის 20 დეკემბრის № 488 დადგენილების მიხედვით დამტკიცდა ძეგლის საზღვრები[2].

მისამართი: დონის როსტოვი, ულიანოვსკის ქუჩა № 60/1.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში.ცნობილია, რომ XIX საუკუნეში იგი უკვე აგებული იყო, რადგან უკვე 1899 წლის იანვარში სახლის მფობელად ფიქსირდება ეკატერინე პეტრეს ასული ლიახმაერი. მის კუთვნილებაში იყო ასევე ერთი ნაკვეთი. მათი საერთო ფართობი შეადგენდა 940 კმ²-ს. მიწის ნაკვეთზე მან ააშენა ოთხსართულიანი სახლი.

1900 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანიტარული კომიტეტი ლიახმაერის სახლს თვლიდა საფრთხის შემცველად სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და საჭიროდ თვლიდა დაუყოვნებლივ დაკეტილიყო ყველა ოთახი, ხოლო ადამიანები, რომელთაც ნაქირავები ჰქონდათ ოთახები აუცილებელი იყო გადასახლებულიყვნენ სხვა ბინებში. ყველა სტუმარი დარჩა თავის ადგილზე, თუმცა დასუფთავება ჩატარდა შენობაში. მეპატრონეს კი დაეკისრა ჯარიმის გადახდა 15 მანეთი და ასევე 40 მანეთი დასუფთავების ხარჯები. სახლიდან ყოველწლიური შემოსავალი იყო 1 030 რუბლი. 1907 წელს ეკატერინე ლიახმაერმა ანა იაშჩენოკოვას მიჰყიდა სახლი 30 ათას რუბლად. საბოლოოდ 1910 წლიდან სახლის მფლობელი გახდა იურისტი ჩერნიკოვი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]