ლიან მორიარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლიან მორიარტი (დ. 15 ნოემბერი, 1966) — ავსტრალიელი ავტორი. მწერალ ჟაკლინ მორიარტის უფროსი და.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლის დასრულების შემდეგ მორიარტი რეკლამირებასა და მარკეტინგს სწავლობდა. შემდეგ მცირე ხნით საკუთარი კომპანია ჰქონდა, რის შემდეგაც თავისუფალ სარეკლამო ქოფირაითერად დაიწყო მუშაობა. 2004 წელს მაკკუორის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მისი პირველი რომანი სამი სურვილი გამოქვეყნდა.[2]

დღეისთვის ლიან მორიარტს რვა რომანი აქვს გამოქვეყნებული. იგი სიდნეიში, თავის ქმართან, ადამთან (ყოფილ ტასმანიელ ფერმერთან) ერთად ცხოვრობს და ორი შვილი ჯორჯი და ანნა ჰყავს.[3][4]

მისი რომანის დიდი პატარა ტყუილები მიხედვით HBO-მ სატელევიზიო სერიალი გადაიღო, რომელშიც რიზ უიზერსპუნი, ნიკოლ კიდმანი, შეილინ ვუდლი, ლაურა დერნი, ზოი კრავიცი და ალექსანდრე სკარშგორდი მონაწილეობენ. სერიალის პრემიერა 2017 წლის 19 თებერვალს გაიმართა.[5] [6][7]

მორიარტის რომანის ქმრის საიდუმლო მიხედვით ფილმის გადაღებაა დაწყებული. 2013 წელს რომანზე უფლებები CBS Films-მა შეიძინა.[8][9] მისი ბოლო რომანის, ცხრა სრულყოფილი უცნობი მიხედვით სატელევიზიო სერიალის გადაღება იგეგმება.[10].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2011-07-17.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2011-07-17.
  3. Big little lives“, The Australian, 12 December 2014. ციტირების თარიღი: 3 April 2017. 
  4. How Sydney author Liane Moriarty sold six million books and inspired an HBO series“, The Sydney Morning Herald, 15 July 2016. ციტირების თარიღი: 3 April 2017. 
  5. Littleton, Cynthia. “HBO Orders Reese Witherspoon-Nicole Kidman Limited Series ‘Big Little Lies’“, Variety, 2015-05-08. (en-US) 
  6. Petski, Denise. “‘Big Little Lies’ From David E. Kelley Gets Premiere Date On HBO“, Deadline, 2016-11-28. (en-US) 
  7. Koblin, John. “‘Big Little Lies’ to Return for a Second Season“, The New York Times, 2017-12-08. (en-US) 
  8. Ng, Philiana. “CBS Films to Adapt 'The Husband's Secret' for Big Screen“, The Hollywood Reporter, 2013-09-04. (en) 
  9. Kroll, Justin. “Blake Lively to Star in Thriller ‘The Husband’s Secret’ From ‘Big Little Lies’ Author“, Variety, 2017-05-25. 
  10. Porter, Rick. “Nicole Kidman, 'Big Little Lies' Team Set Drama Series at Hulu“, Hollywood Reporter, 2019-05-01. (en-US)