შინაარსზე გადასვლა

ლიანკა გრიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიანკა გრიუ
Leanca Grâu

ლიანკა გრიუ 2009 წელს
დაბადების სახელი ლიანა გეორგიევნა ილნიცკაია
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1987 (1987-11-22) (38 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ალმა-მატერი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1992-დან დღემდე
მშობლები მამა: გეორგე გრიუ
დედა: სტელა ილნიცკაია
საიტი lyanka-griu.ru

ლიანკა გეორგიევნა გრიუ (რუმ. Leanca Grâu; რუს. Ля́нка Гео́ргиевна Гры́у; 18 წლამდე — ლიანა გეორგიევნა ილნიცკაია[1]; დ. 22 ნოემბერი 1987, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი.

ლიანკა გრიუ დაიბადა 1987 წლის 22 ნოემბერს მოსკოვში. მამა - გეორგე გრიუ მოლდოველი მსახიობია, დედა - სტელა ვლადიმიროვნა ილნიცკაია. გრიუს მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, როდესაც ის ჯერ ბავშვი იყო და იმის მერე მამამის აღარ ჰქონდა კავშირი ოჯახთან.[2]

პირველად ფილმში გამოჩნდა ოთხი წლის ასაკში. იმ მომენტისთვის დედამისი ამთავრებდა თეატრალურ უნივერსიტეტს და ოთხი წლის ლიანკასთან ერთად ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში. ამ დროს ინსტიტუტის კულუარებში ლინკა შენიშნეს და შესთავაზეს ითამაშოს ერთ-ერთი რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფიმში "მარტო", რომელიც რეი ბრედბერის ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს. ფილმმა დიდი რაოდენობით პრიზები მიიღო ევროპაში, ისევე როგორც მცირე ახალგაზრდა ფესტივალებზეც.[3]

იმ დროიდან ლიანკას იწვევდნენ ტელევიზიებში, როგორც საბავშვო გადაცემა „Тик-так“ წამყვანად (ოსტანკინოს არხი, 1992-1995), შემდეგ ამას მოჰყვა ფოტოსესიები (1995-1997, ბავშვთა ტანსაცმლის „Вертекс“ სახე), და ამის შემდეგ უკვე ფილმები.

მისი პირველი დიდი როლი შეიძლება ჩაითვალოს ბეკის როლი ფილმში "Маленькая принцесса" (1997, პატარა პრინცესა), რომელიც გადაიღო ვლადიმერ გრამატიკოვმა. ამ როლისთვის ლიანკამ მოსკოვის კინოფესტივალზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდო მიიღო.

2000 წელს ლიანკა მონაწილეობა მიიღო ოლეგ პოგოდინის ფილმში „Триумф: Дневник Рыжего“. ფილმის თავისებურება იყო, რომ პატარა ბავშვებს უნდა ეთამაშად უფროსების როლი. მეორეხარისხოვანი მსახიობი ლიანკა გრიუ 13 წლის ასაკში უკვე თამაშობდა უფროსების როლს. მაგრამ ფილმი პროკატში არ გამოსულა.

გრიუ ახალგაზრდობაში მოიხმარდა ნარკოტიკებს,[4] ასევე სცადა თვითმკვლელობაც.[5]

18 წლის ასაკში ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში და ამ პერიოდში შეცვალა გვარი ილნისკიდან გრიუზე.[6] ფაკულტეტზე პირველივე ცდიდან ჩააბარა. სწავლისგან თავისუფალ დროს დაკავებული იყო ბალეტით და ფერწერით, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში.

პოპულარობის პიკს გრიუ მიაღწია 2009 წელს, როდესაც გამოდის ორი ახალი ფილმი, სადაც გრიუ ასრულებს მთავარ როლს: „მუშკეტერების დაბრუნება ან კარდინა მაზარინის საგანძური“, სადაც დარტანიანის ქალიშვილის როლი შეასრულა და სერიალი „Барвиха“. დარტანიანის ქალიშვილის როლისთვის გრიუს მოუწია ორი თვე ფარიკაობით დაკავებული იყო.

ლიანკა გრიუს და მიხაილ ვაინბერგის ქორწილი, 2010 წლის 9 ივლისი.

ლიანკას მამა - მსახიობი გეორგე გრიუ რამდენიმე წელი ცხოვრობდა კიშინიოვის უსახლკაროთა თავშესაფარში. ლიანკა და მისი სხვა ნათესავები არ ეკონტაქტებიან მას.[7][8] დედა - სტელა ილნიცკაია ასევე მსახიობია. გრიუს ასევე ჰყავს მსახიობი და - ვერონიკა.

2010 წელს ლიანკა გრიუ ცოლად გაყვა რეჟისორ და კომპოზიტორ მიხაილ ვაინბერგს,[9] რომლებიც ერთად ითამაშეს მთავარი როლი სერიალ „შენ გეძებ“ (Ищу тебя). 2011 წლის 20 თებერვალს წყვილს შეეძენათ შვილი მაქსიმი.[10]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1992ფ მარტო Один კატია
1996ფ მესამე ვაჟიТретий сын უცნობია
1997ფ პატარა პრინცესაМаленькая принцесса ბეკი
1998ფ ვინ, თუ არა ჩვენКто, если не мы იროჩკა
2000ფ ტრიუმფიТриумф კატკა
2001 ს გამომძიებელები-4 Сыщики-4 ლენა
2001ფ შიშველი სხეულიОбнаженная натура ქსიუშა
2002 ს მთავარი როლები Главные роли ნასტია
2004 ს ჯეკპოტი კონკიასთვის Джек-пот для Золушки ნასტია
2004ტფ' ვიწრო ხიდი
2005 ს ოქროს ბიჭები Золотые парни ნიკა
2005ფ პოპსაПопсаლისიონოკ
2005 ს განწირულია იყოს ვარსკვლავი Обречённая стать звездойვიოლეტა
2006ფ სისხლიანი გზაКровавый круг ნიკა
2006ფ ხულიგნებიЖулики ნასტია
2006 ს ნდობის სამსახური Служба доверия ლილია
2007 ს აკრძალული სიყვარული Запретная любовь ალისა
2007ფ ცეცხლიდან და შუქიდანИз пламя и света კატია სუშკოვა
2007 ს ექსპერტები Эксперты ინა
2008ტფ აკრძალული კარების ღამეНочь закрытых дверей ალისა
2008ტფ შემოდი, ნუ გეშინია, გადი, არ იტიროЗаходи, не бойся, выходи, не плачь სვეტა
2009ფ მუშკეტერების დაბრუნება ან კარდინა მაზარინის საგანძურიВозвращение мушкетёров, или Сокровища кардинала Мазарини ჟაკლინი
2009ტფ ღალატის 9 ნიშანი9 признаков измены ლენოჩკა
2009 ს გამარჯვების ქარი, ნათელი დღე Победный ветер, ясный день ანა შევცოვა
2009 ს კაპიტან ნემოვის გული Сердце капитана Немова ნასტია
2009 ს სიყვარული და სიძულვილი Любить и ненавидеть ქსიუშა
2009 ს ბარვიხა Барвихаჟენია კოლესნიჩენკო
2009ტფ ოი დედაОй, мамочки ოქსანა
2009 ს ბინძური სამუშაო Грязная работа სვეტლანა სეროვა
2010ტფ შენ გეძებИщу тебя ბერთა
2010ფ მთვარის პირველი ღამეПервая ночь луныტონია
2010 ს სამხედრო დაზვერვა: დასავლეთის ფრონტი Военная разведка: Западный фронт სვეტლანკა
2010ფ 16 წლამდე ბავშვებისთვის Детям до 16… დარია
2010ტფ გულიდან გულამდეОт сердца к сердцу ჟენია
2011 ს ოქრო Золотые ჟენია კოლესნიჩენკო
2011ფ დუელიДуэль ოლია
2012ფ სიყვარულიЛюбви целительная сила ანია
2013ფ სპორტში მარტო გოგოგებიაВ спорте только девушки ჯეინი
2013 ს ზღვარზე ქალები Женщины на граниკირა
2013ფ' დეტექტივი დედა
2013 ს მზვერავები Разведчицыხრისია
2013 ს შერლოკ ჰოლმსი Шерлок Холмсირენ ადლერი
2014 ს გზა სახლისკენ Дорога домой ნასტია ტარასოვა
2014 ს ტესტი ფეხმძიმობაზე Тест на беременность ოლგა ალშანსკაია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]