ლიანდაგისა და ხელოვნური ნაგებობების შემომვლელი

ლიანდაგისა და ხელოვნური ნაგებობების შემომვლელი — რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკი, რომლის მოვალეობაა ლიანდაგის ზედნაშენის მდგომარეობის, ხელოვნური ნაგებობების, მიწის ვაკისის შემოწმება-დათვალიერება, უწესივრობების აღმოჩენა და შესაძლებლობის მიხედვით მათი გამოსწორება.
- სატელეგრაფო შიფრი: პნ
უფლება-მოვალეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემომვლელის ძირითადი მოვალეობაა რკინიგზის ლიანდაგის, ნაგებობების და სალიანდაგო ნაგებობების დათვალიერება, ასევე მიმაგრებულ ადგილას ლიანდაგების მოვლა-შენახვის შესასრულებელი სამუშაოები. ლიანდაგებში უწესივრობების აღმოჩენისას, ლიანდაგის შემომვლელი აკეთებს ჩანაწერს რკინიგზის ლიანდაგის შემოწმების ჟურნალში და ფორმაში პუ-35. თუ ლიანდაგის შემომვლელს აქვს შესაძლებლობა და თვითონვე გამოასწორა ლიანდაგში უწესივრობა, მაშინ იგი აკეთებს აღნიშვნას უწესივრობის აღმოფხვრის შესახებ.
ლიანდაგში უწესივრობის აღმოჩენისას, რომელიც საფრთხეს უქმნის მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას და ითხოვს სიჩქარის შეზღუდვას ან მატარებელთა მოძრაობისათვის ლიანდაგის დაკეტვას, ლიანდაგის შემომვლელი, როგორც ნებისმიერი რკინიგზის ტრანსპორტის თანამშრომელი, ვალდებულია მიიღოს ყველა სახის ღონისძიება მატარებლის გასაჩერებლად ან მატარებელთა მოძრაობის სიჩქარის დაყვანა ლიანდაგის შესაბამის მდგომარეობაში ყოფნის შესაბამისად.
ლიანდაგის შემომვლელის შესასრულებელი ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალი:
- საპირაპირე ჭანჭიკებზე ქანჩების გადაჭერა;
- КБ ტიპის სამაგრებზე საკლემე და ჩასადგმელი ჭანჭიკების ქანჩების გადაჭერა;
- სამაგრი ნაწილების შეცვლა და დამატება (საპირაპირე ჭანჭიკები, კლემები, საკლემე და ჩასადგმელი ჭანჭიკები, ომბოხები);
- ომბოხების ბოლომდე დაჭედვა;
- საშპლე ყუთების შევსება ღორღით;
- პიკეტის ბოძების შეღებვა და ა.შ.;
- ისრის ბალიშების გაპოხვა;
ისტორია და მოვალეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემომვლელები მალევე გამოჩნდნენ პირველი რკინიგზის ლიანდაგების დაგების შემდეგ და თვალს ადევნებდნენ მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას, აკონტროლებდნენ და აუცილებლობის შემთხვევაში ასწორებდნენ ლიანდაგებში აღმოჩენილ უწესივრობებს (რელსი, შპალი, მიწის ვაკისი). რუსეთის იმპერიაში პირველი შემომვლელები გამოჩნდნენ XIX საუკუნეში. მათ ქონდათ რამდენიმე ვერსის სიგრძის მქონე უბნები. ლიანდაგის შემომვლელებზე მიმაგრებული იყო სარკინიგზო გადასარბენების განსაზღვრული მონაკვეთები. ლიანდაგის შემომვლელები ცხოვრობდნენ აგარაკის ტიპის სახლებში, ლიანდაგის გვერდზე, მოგვიანებით აღჭურვილი სამომსახურეო ტელეფონებით.
საბჭოთა კავშირის გზათა მიმოსვლის სამინისტრომ აღნიშნული პროფესიის გაუქმება რკინიგზაზე დაიწყო 1964 წლიდან, გზათა მიმოსვლის მინისტრ ბ. პ. ბეშევის ბრძანებით და ფაქტიურად დამთავრდა 1960-იანი წლების ბოლოს. ლიანდაგის შემომვლელები შეიცვალენ ლიანდაგის მონტიორების მობილური ბრიგადებით.
საქართველოში დაახლოებით 2010 წლიდან კვლავ აღდგა ლიანდაგის შემომვლელების პროფესია და ისინი პრაქტიკულად აკეთებენ იგივე სამუშაოს, რაც მათ ევალებოდათ მათი პროფესიის გაუქმებამდე.
კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიდეო
- Киноочерк «На Томской дороге» (1953) — ლიანდაგის შემომვლელი ათვალიერებს რკინიგზის ლიანდაგს (5:52).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ойрурк и др., Железнодорожная Энциклопедия, Москва-Ленинград: ЦКЖД "Гудок", 192610000 ეგზ.