ლიანა გოგიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიაშვილი.
ლიანა გოგიაშვილი
დაბადების სახელი ლიანა გოგიაშვილი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1944
თბილისი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პათოლოგ-ანატომი

ლიანა ევტიხის ასული გოგიაშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1944, თბილისი) — ქართველი პათოლოგ-ანატომი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1984 წ.), პროფესორი (1990 წ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1968 წელს. 1972 წელს დაიწყო მუშაობა ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტი): იყო ციტოლოგიის განყოფილების უმცროსი, უფროსი (1976–1986 წწ.) და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (1986–2005 წწ.), ადამიანის ზოგადი პათოლოგიისა და ადამიანის ეკოლოგიის განყოფილების გამგე (2005–2006 წწ.), კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2006 წლიდან). გოგიაშვილის სამეცნიერო შრომები ეძღვნება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (რუსული) Ультраструктура сердечно-сосудистой системы в норме и патологии (თანაავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1986.
  • (რუსული) Функциональная морфология сердечно-легочного синдрома (თანაავტორი). - Тбилиси, Ганатлеба, 1982.
  • (რუსული) Регенерация рочки в раннем постнатальном периоде развития организма (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1977.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]