ლე სპექტატორ მილიტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟურნალ „ლე სპექტატორ მილიტერის“ გამოცემა
მეორე სერია, № 12 (1855)

ლე სპექტატორ მილიტერ“ იყო ფრანგული სპეციალური სამხედრო ჟურნალი (ჟურნალის სრული სახელწოდება ფრანგულად იყო Le Spectateur militaire - Recueil de science, d’art et d’histoire militaires, რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც სამხედრო დამკვირვებელი - სამხედრო მეცნიერების, ხელოვნებისა და ისტორია).

ეს ჟურნალი იყო XIX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცემათაგანი, რომელიც გამოდიოდა 1826-დან 1914 წლამდე.

ლე სპექტატორ მილიტერინაპოლეონის მიერ წარმოებული „რევოლუციური ომების“ (იგივე „კოალიციური ომები“) დამთავრებისთანავე (1792-1815). იმ დროისთვის ფრანგულ საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნილება ახალი სადისკუსიო პლატფორმის შესაქმნელად, გაჩნდა საჭიროება ახლო წარსულში მიღებული გამოცდილების გადამუშავებისა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ განსხვავებულ აზრთა წარმოდგენისა და ურთიერთგაზიარებისა.

მანამდე გამომავალი თითქმის ყველა სამხედრო ჟურნალის გამოცემა შეჩერდა ნაპოლეონის წარმოებული ომების გამო. მსგავს სამხედრო გამოცემათა შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ჟურნალებისთვის მომუშავე ოფიცრები საბრძოლო ლაშქრობებში იყვნენ გაწვეული.

პრუსიაში არსებობდა 1816-დან გამომავალი „მილიტერ-ვოხენბლატი“, ხოლო ავსტრია-უნგრეთში „ესტერრაიხიშე მილიტერიშე ცაიტშრიფტი“, რომელიც 1808 წლიდან გამოდიოდა. სამხედრო ჟურნალ ლე სპექტატორ მილიტერის გამოცემის განახლებით საფრანგეთში შეივსო ეს ომით გამოწვეული ხარვეზი.

დაარსებიდან სულ მალე ეს გამოცემა იქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ჟურნალად. ამის მიზეზი იყო არა მარტო ის ფაქტი, რომ ფრანგულ ენას იმხანად დღევანდელთან შედარებით კიდევ უფრო მყარი საერთაშორისო პოზიციები ჰქონდა, არამედ ისიც, რომ გამოქვეყნებული მასალების სერიოზულობის თვალსაზრისით იგი ყველაზე საყურადღებო პერიოდიკას წარმოადგენდა. სამხედრო მეცნიერების, ხელოვნებისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ჟურნალი პერიოდულად აქვეყნებდა სახელგანთქმული ფრანგი გენერლების მოსაზრებებს, რეცენზიებსა და ცნობებს იმ დროისთვის აქტუალურ სამხედრო მოვლენების შესახებ. ევროპის სამხედრო ჟურნალები ხშირად თარგმნიდნენ სხვადასხვა ენებზე „ლე სპექტატორ მილიტერში“ გამოქვეყნებულ მასალებს. ერთ-ერთ ასეთ გამოცემას მიეკუთვნებოდა მაგალითად ამ დროისთვის არანაკლებად ცნობილი სამხედრო ჟურნალი „ალგემაინე მილიტერცაიტუნგი“.

„ლე სპექტატორ მილიტერის“ რედაქცია მდებარეობდა პარიზში, მაგრამ ჟურნალი სხვა ისეთ ქალაქებშიც გამოიცემოდა, როგორიცაა სტრასბურგი, მადრიდი, ტურინი, ნეაპოლი, ჰააგა, ლაიფციგი და სანქტ-პეტერბურგი.

ყოველი თვის 15 რიცხვში ჟურნალის პარალელურად კრებულებად გამოსცემდნენ ყოველი ბოლო სამი გამოცემის თავმოყრილ მასალებს. საერთოდ ჟურნალი სერიებად გამოდიოდა. პირველი სერია მოიცავდა 1826-1850 წწ., მეორე სერია — 1851-დან 1865 წწ., მესამე — 1865-1878 წწ., მეოთხე სერია — 1878-1890 წწ., ხოლო მეხუთე სერია კი 1890-1914 წლებს მოიცავდა .

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჟურნალ ფრანგულმა „სამხედრო დამკვირვებელმა“ დაასრულა თავისი მოღვაწეობა.