შინაარსზე გადასვლა

ლეხურის ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეხურის ხეობამდინარე ლეხურის ხეობა. მდებარეობს მცხეთა-თიანეთისა და შიდა ქართლის მხარეებში. ხეობა მოიცავს ორ მუნიციპალიტეტს, ქვემო ნაწილი სოფელ საკორინთლომდე მიეკუთვნება კასპის მუნიციპალიტეტს, ზემო კი, ქოლოთის ციხემდე ახალგორის მუნიციპალიტეტს, რომელიც 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[1]

დასავლეთით ლეხურის ხეობას ესაზღვრება ტირიფონის ვაკე, აღმოსავლეთითქსნის ხეობა, ჩრდილოეთითკავკასიონის კალთები და სამხრეთითმდინარე მტკვარი.

ლეხურის ხეობის სიგრძე დაახლოებით 45 კმ-ია. იგი ერთვის მტკვარს კასპთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაკალათია ს., ლეხურის ხეობა, თბ., 1964.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2020.