ლეხზირის უღელტეხილი
იერსახე
| ლეხზირის უღელტეხილი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°09′30″ ჩ. გ. 42°52′42″ ა. გ. / 43.158472° ჩ. გ. 42.878417° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
| სიმაღლე | 3750 მ |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
| აკავშირებს | ენგურის ხეობას ბაქსანის ხეობასთან |
| ლანდშაფტი | ნივალური |
ლეხზირის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3750 მ. ლეხზირის უღელტეხილი მდინარე ენგურის ხეობას (მესტიის მუნიციპალიტეტი) აკავშირებს მდინარე ბაქსანის ხეობასთან (ყაბარდო-ბალყარეთი). დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 209.