ლეშვნილის უღელტეხილი
იერსახე
ლეშვნილის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°52′55″ ჩ. გ. 42°27′09″ ა. გ. / 42.88194° ჩ. გ. 42.45250° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3061 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
გამავალი გზა | საცალფეხო |
აკავშირებს | ცხენისწყლის ხეობას ენგურის ხეობასთან |
ამგებელი ქანები | ქვედაიურული ფიქალი |
ლეშვნილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, მწვერვალ უსქურსა და ლეშვნილს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3061 მ. უღელტეხილის მიდამო აგებულია ქვედაიურული ფიქლებით. დაფარულია სუბალპური და ალპური მდელოებით. ლეშვნილი საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარე ცხენისწყლის ხეობას (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) მდინარე ენგურის ხეობასთან (მესტიის მუნიციპალიტეტი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 208.